სხვა შვეიცარიაში ქართველ მძარცველებს გასაძარცვ სახლში დაეძინათ და თავზე მეპატრონე დაადგათ 2019, 21 მარტი, 19:34 შვეიცარიის დასახლება პიან სან ჯაკომოში ორი კაცი დააკავეს. ისინი ყაჩაღობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილნი. შვეიცარიული გამოცემა polizeiticker-ის ცნობით, მეზობლებმა ღამით საეჭვო პირები შეამჩნიეს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის შესახებ მეპატრონეს შეატყობინეს, რომელმაც სახლში მისვლისას ორი მძინარე ადამიანი ნახა. პოლიციელებმა დამნაშავეები მალევე დააკავეს. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები 19 და 26 წლის ქართველები არიან. ისინი რამდენიმე სახლის გაქურდვაში და სახლში უკანონო შეჭრაში არიან ეჭვმიტანილნი. როგორც imedinews-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ბერნში საქართველოს საკონსულოში ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. 487 შეფასება არ არის
|