სხვა გერმანიაში ბიჭუნამ მშობლების დანაზოგი ფული მეზობლებს დაურიგა 2019, 21 მარტი, 13:03 კურიოზული შემთხვევა მოხდა გერმანიის ქალაქ ბედ-ფილბელში(ჰესენის მხარე), 9 წლის ბიჭუნამ მშობლების სიმწრით ნაგროვები ფული მეზობლებს დაურიგა, - იტყობინება Deutsche Welle. ბიჭუნა გარშემო მცხოვრები მეზობლების სახლის ზღურბლთან მიდიოდა, აკაკუნებდა კარზე, ეუბნებოდა, რომ მათ ეზოში 50 ევრო იპოვა და აწვდიდა კუპიურას, მეზობლები ბავშვს მადლობას უხდიდნენ და თანაც მცირე საჩუქრითაც ისტუმრებდნენ, თუმცა ერთ-ერთი მცხოვრები დაეჭვდა და პოლიციას გამოუძახა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ბიჭუნას აღმოუჩინა მომცრო ტომარა, სადაც 2, 700 ევრო იდო. ბავშვი გაჯიუტდა და არ აღიარა, საიდან ჰქონდა ამდენი ფული, თუმცა ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც ბიჭუნას მშობლები დაჰკითხეს - მათ შეამჩნიეს, რომ დანაზოგი - 3000 ევრო, რომელიც ჩემოდანში ედოთ, დაიკარგა.მათმა შვილმა მხოლოდ 260 ევროს "ათვისება მოასწრო". პოლიციამ მეზობლებს მოუწოდა, თანხა უკან დააბრუნონ, თუმცა ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებიათ. მიუხედავად ამისა, მშობლები კმაყოფილი არიან, რომ თანხის დიდი ნაწილის უკან დაბრუნება შეძლეს. არანაკლებ უცნაური ფაქტი მოხდა 2013 წელს გერმანიის ქალაქ შტრაუბინგში - 49 წლის მამაკაცმა უცნობ გამვლელებს 1000 ევრო დაურიგა. როგორც მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა, მამაკაცს არ სურდა ეს ფული ყოფილი ცოლისთვის მიეცა. 2005 წელს ჰონგ-კონგში ასევე ანონიმურმა ფილანტროპმა ქუჩაში გამვლელებს 7 000 დოლარი დაურიგა. ასევე დაგაინტერესებთმარტოხელა ქალები სხვადასხვა გზებით ცდილობენ იპოვონ ცხოვრების მეგზური, ზოგი საახლობლო წრეში, ზოგიც გარიგებით, ზოგი გასართობ დაწესებულებაში, ან გაცნობის საიტზე, თურქმა გოგონამ საქმროს პოვნა მკითხავის დახმარებით გადაწყვიტა, თუმცა ვერც ქმარი იშოვა და 6 ათასი ლირაც დაკარგა. სასოწარკვეთილმა თურქმა ქალმა ს.ბ.-მ სტამბულში ბეშიკთაშის რაიონშ... როგორც აღმოჩნდა, დედებს არ მოსწონთ როგორ ექცევიან ქალებს პორნოფილმებში. ხუთმა დედამ გადაწყვიტა გადაიღოს ისეთი პორნოფილმი, რომელსაც ანახებენ საკუთარ შვილებს და არ შერცხვებათ, სწორედ ამ საქმეს ემსახურება ახალი ტელეპროექტი "Mums Make Porn"(დედები აკეთებენ პორნოს), რომელიც Channel 4-ზე გავა იუწყება The Daily Mir... კონტრაბანდისტებმა ძაღლი-სნიფერზე 25 000 ფუნტი სტერლინგი ჯილდო დააწესეს მისი მოკვლისთვის, რადგან ძაღლმა უკვე გამოავლინა რიგი დანაშაულები, იუწყება Daily mail-ი. ეს არცაა გასაკვირი, სპრინგერ-სპანიელმა სახელად სკამპმა 5 წლის განმავლობაში აღმოაჩინა 6 მილიონი ფუნტი სტერ... ბრიტანელი გოგონა 16 წლის იყო, როდესაც სკოლა მიატოვა ბულინგის გამო და 20 წლის ასაკში უკვე მილიონერი გახდა, მისი ისტორია გამოცემა The Mirror-მა მოგვითხრო. ლივ კონლონი( Liv Conlon) ქალაქ გლაზგოდან არის, სკოლაში იყო ბეჯითი და წარმატებული მოწაფე, თუმცა მოუწია სკოლის მიტოვება 16 წლის ასაკში იმის გამო, რომ თანაკლასელე... 94 5-ს მოსწონს
|