x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანელმა დედებმა გადაწყვიტეს პორნო გადაიღონ იმისთვის,რომ შემდეგ შვილებს აჩვენონ
imageროგორც აღმოჩნდა, დედებს არ მოსწონთ როგორ ექცევიან ქალებს პორნოფილმებში.



ხუთმა დედამ გადაწყვიტა გადაიღოს ისეთი პორნოფილმი, რომელსაც ანახებენ საკუთარ შვილებს და არ შერცხვებათ, სწორედ ამ საქმეს ემსახურება ახალი ტელეპროექტი "Mums Make Porn"(დედები აკეთებენ პორნოს), რომელიც Channel 4-ზე გავა იუწყება The Daily Mirror.


დედებს შოუს ფარგლებში აჩვენეს პორნოფილმები, რომლის პოვნაც სულ თავისუფლად შეიძლება ინტერნეტში, 40 წლის ლუიზა მანჩესტერიდან, ექვსი წლის ბავშვის დედა შოკირებული იყო ნანახით, ქალი ცუდადაც კი გახდა ვიდეოს ნახვის შემდეგ, ხოლო 40 წლის სარას ტირილის წასკდა, მათ განაცხადეს, რომ ნანახ პორნოებს არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ სექსთან, მათი შვილები რომ ასე მოექცნენ ქალს ინტიმური კავშირის დროს, კარგად გამოლანძღავდნენ.

image


ქალებმა განაცხადეს, რომ თანამედროვე პორნოვიდეობში რაც ხდება, შესაძლოა ძალზე დააბნიოს ახალგაზრდა და მცდარი გზით წაიყვანოს, ამიტომ დედებმა გადაწყვიტეს გადაიღონ პორნოფილმი, ნამდვილი, ჯანსაღი სექსით, რომელსაც შოუს მონაწილეები შვილებს და მეგობრებს აჩვენებენ.


სულ ცოტა ხნის წინ, ირლანდიის ნაციონალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მთავრობას შესთავაზეს პორნოგრაფია, როგორც საგანი სასკოლო პროგრამაში შეიტანონ, მათ აზრით ბავშვები ზრდასრულ ცხოვრებაში უფრო მომზადებულები შეხვდებიან სექსუალურ ცხოვრებას და მარტივად მიუდგებიან ამ საკითხს, რადგან პორნოფილმებში ასახული სცენები რეალობას არ შეეფერება, არა და ბავშვებმა რაც ეკრანზე ხდება, შესაძლოა სიმართლედ აღიქვან, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფიდან იმოქმედებს, პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით:ეს იქნება თვითშეფასება თუ თავმოყვაროება.


3
580
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
580
  
2019, 13 მარტი, 9:47
ესაა დედმამიშვილობა:დ
2019, 13 მარტი, 9:36
Sheshlili msoflio
2019, 13 მარტი, 8:52
ვაი თქვენს პატრონს
0 1 3