თავის მოვლა ეს ზეთი მოგაშორებთ აკნეს, ნაოჭებს, ქერტლს, ჰერპესს და ნებისმიერ ინფექციას! აი, რა უნდა გააკეთოთ 2019, 21 მარტი, 8:58 მთელ მსოფლიოში ჩაის ხის ზეთი თავისი ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით ცნობილია. გარდა ამისა, მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს და ბევრ პრობლემას აქრობს.
ჩაის ხის ზეთის თვისებები:
სად უფრო ეფექტურია?
როგორ გამოვიყენოთ ჩაის ხის ზეთი ეს პროდუქტი მცირე პორციებით შეგიძლიათ კოსმეტიკურ პრეპარატებს დაუმატოთ. მაგ., სერუმს, ნიღაბს, ტონიკს, კრემს, ლოსიონს, მალამოს, კონდიციონერს, სკრაბს, დეზოდორანტს, გელს, კბილის პასტას და პირის სავლებ თხევად საშუალებას. რასთან არევა უფრო უმჯობესია? ორეგანოს და სალბის ეთერზეთებთან – ანტიინფექციური ეფექტისთვის; ლიმონის ეთერზეთთან – პირის ღრუს ჰიგიენისთვის; ლავანდისა და შავი კვლიავის ეთერზეთებთან – პარაზიტების საწინააღმდეგო ეფექტისთვის; გთავაზობთ საუკეთესო იდეებს ჩაის ხის ზეთის გამოსაყენებლად: ეგზემა: დარწმუნდით, რომ კანი მშრალი და სუფთაა. წაისვით ჩაის ხის ზეთი დაზიანებულ ადგილზე. თავი: თმის ნიღაბი - თქვენს შამპუნს ან კონდიციონერს 5-10 წვეთი ჩაის ხის ზეთი დაუმატეთ. 9-10 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ გაიმეორეთ. კბილების პრობლემების, ღრძილების ანთების და სისხლდენის დროს: 1 ჭიქა თბილ წყალს 3-5 წვეთი დაუმატეთ და პირში გამოივლეთ. (დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ). ყურის ინფექცია: 1-2 წვეთი ყურში ჩაიწვეთეთ. კარიესი: 2 წვეთი 100%-იანი ჩაის ხის ზეთი კბილის ჯაგრისზე კბილების გაწმენდამდე წაისვით. ინტიმური ჰიგიენა: 7-10 წვეთი 100%-იანი ჩაის ხის ზეთი 0, 5 ლ თბილ წყალში გახსენით. ინტიმური ნაწილი დაიბანეთ და პირსახოცით გაიმშრალეთ. ქერტლი: 5-10 წვეთი ჩაის ხის ზეთი შამპუნში დაუმატეთ. რამდენიმე წუთით თავზე გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. მეჭეჭი: 100 %-იანი ჩაის ხის ზეთის 3-5 წვეთი მეჭეჭზე მანამ წაისვით, სანამ არ გაქრება. ამას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ეპილაციის შემდგომი გაღიზიანების დროს: 100 %-იანი ჩაის ხის ზეთი გაღიზიანებულ კანის ნაწილზე წაისვით. დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ. სიწითლე და ანთება გაქრება. კანის გაწმენდა: 1-2 წვეთი კრემს ან ლოსიონს დაუმატეთ. ყელის ტკივილი: 4-5 წვეთი თბილ წყალში გახსენით და დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. ხველა: 9-10 წვეთი ინჰალატორს დაუმატეთ და ძილის წინ შეისუნთქეთ. ჰერპესი ან დახეთქილი ტუჩები: დაზიანებულ ტუჩის ნაწილს ბამბით ზეთი წაუსვით. დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ. გაპარსვის შემდეგ ან თმის მოსაშორებლად: 100%-იანი ჩაის ხის ზეთი ძალიან ეფექტური ანტისეპტიკის სახით ნებისმიერ ზეთთან შერევის დროს გამოიყენება. დამწვრობა: ძალიან ცივი წყლით 1-3 წუთი კარგად ჩამოიბანეთ და რამდენიმე წვეთი წაისვით, რომ კანის დაინფიცირება თავიდან აიცილოთ. პროცესი დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ. ბრონქიტი: მკერდის არეში 4-5 წვეთი წაისვით, ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ და შეიფუთეთ. ასე 1-2 საათი იწექით. მწერების ნაკბენი: დაზიანებულ ადგილზე ზეთი წაისვით. თერმოთერაპია: 10 წვეთი ზეთი ცხელ აბაზანას დაუმატეთ. რევმატიზმი: ნებისმიერი გაცხელებული მცენარეული ზეთი ჩაის ხის ზეთს აურიეთ და სრულ შეწოვამდე შეიზილეთ. ფეხის ტკივილი: ცხელი წყლის აბაზანას 5-6 წვეთი დაუმატეთ. ჰაერის გაწმენდა: 10 წვეთი ჰაერის დამატენიანებელს დაუმატეთ და უსიამოვნო სუნი გააქრეთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ეს იაპონური ნიღაბი კანს შესანიშნავად ჭიმავს! არანაირი ბოტოქსი 2. 9 უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებზე ფული ტყუილად დახარჯეთ 3. ცნობილი თურქული ნიღაბი: აი, რას იყენებდნენ სულთნის ცოლები სილამაზისთვის 4. კანის დაჭიმვა და ნაოჭების შემცირება ბოტოქსის გარეშე - ეს რეცეპტი დაგეხმარებათ 5. ასპირინი თაფლთან ერთად - ძლიერი ნარევი თქვენი კანის სრული გარდაქმნისთვის
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1778 1-ს მოსწონს
|