x
image
ტორნადო07
ფესტივალი სან-ფერმინი 2012 (+შოკისმომგვრელი სურათები)
ამ წელს ცნობილი ფესტივალი სან-ფერმინი ტარდებოდა ესპანეთის ქალაქ პამპლონაში 6-14 ივლისს. გარბენმა ხარებთან ერთად ტრავმების გარეშე ვერ ჩაიარა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა, 73 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო ფეხის დაზიანება, ხოლო დანარჩენ დაზარალებულებს მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ. 1924 წლის შემდეგ ფესტივალზე უკვე 15 ადამიანი დაიღუპა. ვერაფერს იტყვი, სახიფათო გასართობია.image

1)6 ივლისს, პარასკევს ესპანეთის პროვინცია ნოვარას დედაქალაქ პამპლონაში დაიწყო ყოველყლიური ფესტივალი სან-ფერმინი, რომელიც ცნობილია ხარებთან ერთად გარბენებით.image

2)ფოტოზე გამოსახულია ხალხი ტრადიციული წითელი კაშნებით ფესტივალის გახსნის დღეს.image

3) დღესასწაული 8 დღე გრძელდებოდა. როგორც ევრონიუსი იტყობინება უამრავი ტურისტი ამ დროს მღეროდა, ცეკვავდა, ფეიერვერკებს უშვებდა და შადრევნებშიც კი ბანაობდა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ქმედება ჯარიმით ისჯება.


image4) Ayuntamiento-ს მოედანი პამპლონაში. აქაურები ფესტივალს მეთექვსმეტე საუკუნის შუა რიცხვებიდან მართავენ.image

5)ფესტივალი სან-ფერმინი იწყება ზუსტად შუადღისას. ჩუპინაზოს ცერემონიისას ხალხი პამპლონას მუნიციპალიტეტთან იკრიბება.

image6)ჩუპინაზოს შემდეგ ხალხი ერთმანეთს წყლით ასველებს.image

7)ფესტივალის მთავარ სანახაობას ჰემინგუეის მიერ აღწერილი "ენსიერო" წარმოადგენს-ადამიანების გარბენი ხარებთან ერთად.image


8)ხალხი მხიარულობს ქალაქის მთავარ მოედანზე.image

9)ფესტივალის დროს ხალხი ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას.image

10)ადამიანი შადრევანში გადახტა მიუხედავად იმისა, რომ ქმედება ჯარიმით ისჯება.

image11)ცეცხლოვანი ხარი ტორო-დელ-ფუეგო ფესტივალის მეორე დღეს.image

12)მოსიყვარულე წყვილი მეორე გარბენის წინ.image

13)ფესტივალის მესამე დღეს ხალხი მოძრაობს ესტაფეტა-სთრითზე. გარდა ხარებთან ერთად რბოლისა ფესტივალი მოიცავს კარნავალებს, შეჯიბრებებს, კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს და კორიდას.

image

image

14)21 წლის იაპონელი ტურისტი ხარს რქაზე ჩამოეკიდა, და უკანასკნელმა ის 50 მეტრი ათრია, რის შედეგად ტურისტმა მსუბუქი ტრავმები მიიღო.image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage









6
208
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
208
  
2012, 18 ივლისი, 12:12
კარგია მრავალფეროვნება
2012, 18 ივლისი, 12:07
ხო აბა რა ადამიანები განსხვავებულები არიან :)
2012, 18 ივლისი, 11:53
მესმის განა არ მესმის მაგრამ მე არ მინდა ასეთი ექსტრემი და ადრენალინი,იგივე კმაყოპილებას მომანიჭებს მშვიდ ბუნებაში ყოფნა მდინარის პირას ჩიტების ჭიკჭიკით.ნუ ეს ჩემი აზრია
2012, 18 ივლისი, 11:51
ადრენალინშია ყველაფერი
2012, 18 ივლისი, 11:50
არ მომწონს ეს გართობაა თუ თამაში თუ რაცაა,აშკარა სიკვდილზე მიდიან.ასეთი რამის გამო ან რატო უნდა მოკვდე ან დაიმახინჯო თავი?
0 1 6