ამ წელს ცნობილი ფესტივალი სან-ფერმინი ტარდებოდა ესპანეთის ქალაქ პამპლონაში 6-14 ივლისს. გარბენმა ხარებთან ერთად ტრავმების გარეშე ვერ ჩაიარა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა, 73 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა მიიღო ფეხის დაზიანება, ხოლო დანარჩენ დაზარალებულებს მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ. 1924 წლის შემდეგ ფესტივალზე უკვე 15 ადამიანი დაიღუპა. ვერაფერს იტყვი, სახიფათო გასართობია.
![image](/uploads/article_images/small/80131342570942.jpg)
1)6 ივლისს, პარასკევს ესპანეთის პროვინცია ნოვარას დედაქალაქ პამპლონაში დაიწყო ყოველყლიური ფესტივალი სან-ფერმინი, რომელიც ცნობილია ხარებთან ერთად გარბენებით.
![image](/uploads/article_images/small/80131342571054.jpg)
2)ფოტოზე გამოსახულია ხალხი ტრადიციული წითელი კაშნებით ფესტივალის გახსნის დღეს.
![image](/uploads/article_images/small/80131342571150.jpg)
3) დღესასწაული 8 დღე გრძელდებოდა. როგორც ევრონიუსი იტყობინება უამრავი ტურისტი ამ დროს მღეროდა, ცეკვავდა, ფეიერვერკებს უშვებდა და შადრევნებშიც კი ბანაობდა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ქმედება ჯარიმით ისჯება.
![image](/uploads/article_images/small/80131342571287.jpg)
4) Ayuntamiento-ს მოედანი პამპლონაში. აქაურები ფესტივალს მეთექვსმეტე საუკუნის შუა რიცხვებიდან მართავენ.
![image](/uploads/article_images/small/80131342571372.jpg)
5)ფესტივალი სან-ფერმინი იწყება ზუსტად შუადღისას. ჩუპინაზოს ცერემონიისას ხალხი პამპლონას მუნიციპალიტეტთან იკრიბება.
![image](/uploads/article_images/small/80131342571470.jpg)
6)ჩუპინაზოს შემდეგ ხალხი ერთმანეთს წყლით ასველებს.
![image](/uploads/article_images/small/80131342571531.jpg)
7)ფესტივალის მთავარ სანახაობას ჰემინგუეის მიერ აღწერილი "ენსიერო" წარმოადგენს-ადამიანების გარბენი ხარებთან ერთად.
8)ხალხი მხიარულობს ქალაქის მთავარ მოედანზე.
![image](/uploads/article_images/small/80131342571742.jpg)
9)ფესტივალის დროს ხალხი ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას.
![image](/uploads/article_images/small/80131342571812.jpg)
10)ადამიანი შადრევანში გადახტა მიუხედავად იმისა, რომ ქმედება ჯარიმით ისჯება.
![image](/uploads/article_images/small/80131342571908.jpg)
11)ცეცხლოვანი ხარი ტორო-დელ-ფუეგო ფესტივალის მეორე დღეს.
![image](/uploads/article_images/small/80131342572006.jpg)
12)მოსიყვარულე წყვილი მეორე გარბენის წინ.
![image](/uploads/article_images/small/80131342572152.jpg)
13)ფესტივალის მესამე დღეს ხალხი მოძრაობს ესტაფეტა-სთრითზე. გარდა ხარებთან ერთად რბოლისა ფესტივალი მოიცავს კარნავალებს, შეჯიბრებებს, კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს და კორიდას.
![image](/uploads/article_images/small/80131342572473.jpg)
14)21 წლის იაპონელი ტურისტი ხარს რქაზე ჩამოეკიდა, და უკანასკნელმა ის 50 მეტრი ათრია, რის შედეგად ტურისტმა მსუბუქი ტრავმები მიიღო.
![image](/uploads/article_images/small/80131342572706.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342572760.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342572932.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342573021.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342573057.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342573080.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342573144.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342573245.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342573278.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342573313.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342573374.jpg)
![image](/uploads/article_images/small/80131342573422.jpg)