დიეტოლოგია 10 საკვები, რომლებიც, დიეტოლოგების თქმით, არ უნდა მიირთვათ, თუ დიეტაზე ხართ 2019, 20 მარტი, 17:23 როდესაც დიეტაზე ხართ, ძირითადად, იცით, რა უნდა აირიდოთ თავიდან, მაგალითად, ტკბილეულები, პური და ცხიმიანი და არაჯანსაღი საკვები. თუმცა თანამედროვე დიეტოლოგია შიმშილობისაკენ არ მოგიწოდებთ, პირიქით, დაბალანსებული კვება და ვარჯიში, ეს არის დიეტის მთავარი გეგმა. წარმოგიდგენთ საკვების ჩამონათვალს, რომელსაც თანამედროვე დიეტოლოგები რეკომენდაციას არ უწევენ დიეტის დროს. 10. ტკბილი იოგურტი იოგურტი ძალიან კარგია დიეტის დროს, თუ ის ტკბილი არაა, შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო და ხილთან ერთად 9. ბრინჯი ხშირად ბრინჯის დიეტას მიმართავენ, მაგრამ ბრინჯი მხოლოდ კარგი ხარისხის შეიძლება გამოდგეს სადიეტოდ. თუ თქვენ პურს არ მიირთმევთ და სალათებსა და ხორცეულს ბრინჯს აყოლებთ, ეს უარესია, რადგან ჩვეულებრივი ბრინჯი სხვა საკვებთან ერთად მირთმევისას იწვევს ჭარბწონიანობას. 8. ოხრახუში ცნობილია, რომ 30 წუთის მერე იგი იწყებს მოქმედებას და ართულებს საკვების მონელებას. 7. სოუზები თუ სახლში დამზადებული არაა, სასურველია თავიდან აირიდოთ, რადგან უმეტეს შემთხვევაში ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს. 6. ჩიფსები და ჩირები ჩიფსები თავისთავად ცხადია რატომ, უამრავ ზეთსა და დანამატებს შეიცავენ, ამიტომ ძალიან კალორიულია, რაც შეეხება ჩირებს, ისინი გამომშრალ მდგომარეობაში უფრო მეტად ტკბილია, რადგან წყლის შემცველობა საერთოდ აღარ არსებობს. 5. არასწორად მომზადებული თევზი თევზი სასარგებლოა მაშინ, როცა მოხარშულია. 4. ყურძენი შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ყურძენი არც თუ ისე სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. სასურველია ძალიან მცირე რაოდენობით მირთმევა. 3. სიმინდი ბევრ ქვეყანაში ქილით სიმინდის გაყიდვა აკრძალულიც კია, სჯობს იყიდოთ და თქვენვე მოხარშოთ და შეწვათ. ქილის სიმინდი ძნელად მოსანელებელია და არაა სასურველი მიირთვათ. 2. თხილეულობის რძე ასეთი რძე შეიცავს დამატებით შაქარსა და კალორიებს, სასურველია თხილეული იყიდოთ და თავად მოამზადოთ. 1. ბრინჯის ნამცხვარი დიეტის დროს ხშირად მიირთმევენ პურის მაგივრად, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ის არ ანაყრებს და მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ნიშნავს დამატებით კალორიებს და არა პირიქით. 1452 3-ს მოსწონს
|