x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
10 ნიშანი, რომ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია
ზოგი ფიქრობს, რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს, სხვა ადამიანს ვერ შეიყვარებს. ადამიანი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, შეიძლება იყოს მომხიბვლელი, მშვენიერი და გულუხვიც კი. მას სურს, რომ ვინმეს უყვარდეს.

ბევრი თვლის, რომ ე.წ. ნარცისებს სხვა ადამიანის სიყვარული არ შეუძლიათ, რადგან საკუთარი თავი ძალიან უყვართ. ეს ფუნდამენტურად არასწორია. ნარცისებს საკუთარი თავი არ უყვართ. მათ საკუთარი თავი სძულთ, მათი ეგო კი იტანჯება. ისინი სხვებისგან სიყვარულს ითხოვენ, რომ ამ სიყვარულით გამოიკვებონ, მაგრამ სანაცვლოდ არაფრის მიცემა არ შეუძლიათ.

და მიუხედავად იმისა, რომ მათ სიყვარული შეუძლიათ, ამ გრძნობის დაკავებას ვერ ახერხებენ, რადგან მათ ემოციების საჭირო სპექტრი და აღქმა არ ჰყოფნით, რომ იგრძნონ, განიცადონ და სიყვარული გასცენ.

აი, რამდენიმე ნიშანი, რომ ადამიანს ამ გრძნობის განცდა და უპირობო სიყვარულის გაცემა არ შეუძლია.


1. სხვებს ადანაშაულებს

image


ადამიანები, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ, თავიანთ პრობლემებში სხვებს ადანაშაულებენ. მათ არ ესმით, რომ შესაძლოა პრობლემების წყარო თავად იყვნენ. მათ შეზღუდული მსოფლმხედველობა აქვთ და კონცენტრირებულნი არიან მხოლოდ იმაზე, თუ ურთიერთობა რა სარგებელს მოუტანთ. იშვიათად უჩნდებათ კითხვა, თვითონ ხომ არ არიან დამნაშავეები, რომ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო.


2. საკუთარ შეცდომებსა და ქცევებზე პასუხისმგებლობას არ იღებს

ასეთი ადამიანი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ სიტუაციასა და ურთიერთობაზე გავლენას თავადაც ახდენს. ადამიანმა შეცდომა რომ აღიაროს, თვითშეცნობის და გაგების უნარი უნდა ჰქონდეს. ადამიანი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, ხშირად გამართლებას ეძებს. „მთვრალი ვიყავი, ეს შენს თავზე არ მიიღო“, „ჩვეულებრივ ასე არ ვიქცევი“ ან „შენ ისე გამაბრაზე“ - ამ ფრაზებს ხშირად იყენებენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ქცევის ახსნა ვერ ისწავლეს.


3. სწრაფად ტოვებს

ისინი უბრალოდ რაღაცას ან ვიღაცას სწრაფად ტოვებენ, თუ ადამიანს მისთვის სარგებელი არ მოაქვს. სხვა ადამიანზე იშვიათად ფიქრობენ და ეს საერთოდ არ აინტერესებთ. თუ რამემ მისთვის პრაქტიკული აზრი დაკარგა, ინტერესი ქრება და ურთიერთობა წყდება.


4. მასზე უკეთესის ატანა არ შეუძლია

image

ნარცისიზმის მქონე ადამიანები სრულყოფილებით შეპყრობილნი არიან და სხვებთან ურთიერთობაში ცხადი ხდება. მასზე უკეთესი ადამიანის შურს, ბრაზდება, როცა ადამიანი მასზე უფრო წარმატებული ხდება, განსაკუთრებით ეს პარტნიორს ეხება.


5. სხვების არასრულყოფილების მიმართ მოუთმენელია

თავად სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის, ამიტომ სხვებისგან იმავეს ელოდება. ასეთი ადამიანის შეყვარებულს მისი მოლოდინების გამართლება ძალიან უჭირს, რის გამოც ურთიერთობა რთული და არაჯანსაღი ხდება.


6. სხვებს მიზნების მისაღწევად იყენებს

ნარცის ადამიანს გამოკვება სჭირდება - აღფრთოვანება, მხარდაჭერა და თანხმობა, რომ თავმოყვარეობა შეინარჩუნოს. პარტნიორი მისთვის, როგორც პარაშუტისტისთვის პარაშუტია. მას საჭიროების დროს იყენებს და აუცილებლობის შემთხვევაში გაქრება, უბრალოდ დაგივიწყებთ.


7. სხვებით მანიპულირებს

ასეთი ადამიანები ადამიანებით მანიპულირებისთვის არაპირდაპირ მეთოდებს იყენებს. ამას შიშის გამო აკეთებს, რადგან ეშინია რომ საზრდოს დაკარგავს. ისინი ბევრს მანიპულირებენ და თქვენს ღირსებებს ამცირებენ, რომ მისი ძალაუფლების ქვეშ დარჩეთ და მისი ეგოს გამოკვება გააგრძელოთ.


8. ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილოა

image

ადამიანი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, ყოველთვის ცხოვრობს პრინციპით „მე უფრო მეტი მჭირდება“. როცა სასურველს ღებულობს, ფიქრობს, რომ ეს მისთვის არასაკმარისად კარგია და ყურადღებას ახალ მიზანზე ამახვილებს. მისი სურვილები მუდმივად იცვლება. მისი გადაწყვეტილება საბოლოო იშვიათად არის. ასეთი ადამიანი კმაყოფილი არასდროს არი.

ის მუდმივად პარტნიორს დაღლის და მასთან ურთიერთობა მუდმივად დაძაბული იქნება. თქვენ მის დაკმაყოფილებას ეცდებით, მაგრამ იგრძნობთ, რომ მის დაკმაყოფილებას ვერასდროს შეძლებთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ მიხვდებით, რომ უფრო მეტს იმსახურებთ. ეს სიყვარული არაა, ეს თამაშია, სადაც ნარცისის წესებით თამაშობთ.


9. სხვების გრძნობებზე არ ზრუნავს

ასეთი ადამიანის სხვების გრძნობებს ლახავს და ეს საერთოდ არ აღელვებს. წყენა და შეურაცხყოფა მანამ გაგრძელდება, სანამ დაშორებას არ გადაწყვეტს.

თუ მასთან შეწინააღმდეგებას ეცდებით, ყველა ნათქვამი თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდება.


10. დომინირებს

ადამიანი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, პარტნიორს აკონტროლებს. ის ბევრ მეთოდს იყენებს რომ მის გვერდით მყოფი ადამიანის ცხოვრება მართოს.

ზოგჯერ ისეთი დონის მანიპულირებას ახდენს, რომ თავი ყველაზე საშინელი არსება გგონიათ და მისი მადლიერი ხართ, რომ ასეთ ადამიანს გვერდით იტანს. ბოლოს, მისი მოთხოვნილებების მონა ხდებით და ურთიერთობაზე კონტროლს კარგავთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია

image

2. რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება

image

3. „მოდი, კიდევ ერთხელ“ - რას ამბობენ ზოდიაქოს ნიშნები ინტიმის შემდეგ

image

4. 10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა

image

5. იცით, როგორი უნდა იყოს იდეალური ასაკობრივი სხვაობა მყარი ურთიერთობისთვის?

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
912
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
912
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0