x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები ერთი და იმავე მოქმედების შესასრულებლად
ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება ნამდვილად არსებობს და ამას ბევრი სტერეოტიპი ახლავს. მაგალითად, ბევრს ჰგონია, რომ ქალები პირად ჰიგიენაზე უფრო ბევრ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები, სინამდვილეში ასე არაა.

კომპანია Comscore-ს გლობალური ანგარიშით, ქალები სოციალურ ქსელში უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. საშუალოდ ქალები ონლაინ კვირაში 24 საათით არიან, კაცები კი მხოლოდ 17 საათი.

ნახეთ, რამდენად განსხვავებულად ანაწილებენ დროს ქალები და კაცები.


პირადი ჰიგიენა

image

ბევრი თვლის, რომ ქალები პირადი ჰიგიენის ნაწილს უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ. ერთი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კაცები თავის მოვლაზე ცოტათი მეტ დროს ხარჯავენ. მამაკაცის პირადი ჰიგიენის სიაში გაპარსვა, შხაპის მიღება, კბილების გაწმენდა, თავის დაბანა, თმის დავარცხნა და ჩაცმა. თუმცა შედარების დროს მაკიაჟის წასმის დროს ქალების მიერ დახარჯული დრო გათვალისწინებული არაა.


ინტერნეტში ყოფნის დრო

image


სამსახურში ან სასწავლებელში ინტერნეტის გამოყენების გარდა ბევრი მომხმარებელი გართობას დიდ დროს უთმობს. მაგალითად, ქალები სოციალურ ქსელებზე უფრო მეტ დროს ხარჯავენ - კვირაში 24 საათი, კაცები - მხოლოდ 17 საათს. თუმცა კაცები თამაშებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ ჯამში ინტერნეტში უფრო მეტ დროს ხარჯავენ.


ურთიერთობა

image

სტერეოტიპი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალები უფრო ბევრს საუბრობენ, არც თუ ისე სიმართლე აღმოჩნდა - სხვაობა მხოლოდ 1 საათს შეადგენს. კაცები და ქალები ერთნაირად სოციალურად აქტიურები არიან, ამასთან ჭორაობა ქალებზე მეტად უყვართ.


საკვების მიღება

image

ქალები კერძით სიამოვნების მიღებას უფრო მეტ ყურადღება უთმობენ. ასევე ცდილობენ, რომ მრავალფეროვანი კერძები მიიღონ. სწორედ ამიტომ, კვებაზე უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. კაცების უმეტესობა საკვების მიმართ ნაკლებად მომთხოვნია.


სამსახური

image

18 წლამდე, პატარა ბავშვების მშობლებს განსხვავებული განრიგი აქვთ: ქალები კვირაში 21 საათს სამსახურში ატარებენ, კაცები - 38 საათს. ეს განპირობებულია იმით, რომ ქალები ბავშვების აღზრდას და სახლის საქმეებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ.


თავისუფალი დრო

image

ქალები წესრიგის და სისუფთავის დაცვის უფრო მეტად მოყვარულები არიან, ბავშვებზეც უფრო მეტად ზრუნავენ. ამ ყველაფრის გამო დასვენებაზე კაცებთან შედარებით ნაკლები დრო რჩებათ.


სახლის საქმეები

image

ქალები სისუფთავის და წესრიგის მიმართ უფრო მომთხოვნი არიან. ქ, სადაც კაცისთვის სუფთაა, ქალი სადღაც მტვერს და დასალაგებელს იპოვის. სწორედ ამიტომ, ქალები სახლის საქმეების შესრულებაზე და კომფორტის შექმნაზე უფრო მეტ დროს ხარჯავენ.


სპორტით დაკავება

image

კაცები კუნთების გაზრდას ცდილობენ, მათ ურჩევნიათ სავარჯიშო დარბაზში ივარჯიშონ. მათ ბევრ დრო და ენერგია სჭირდებათ. ქალებს გახდომა ან ჯანსაღი და ლამაზი ფორმის მიღება სურთ. ამისთვის კი ბევრი ვარჯიში საჭირო არაა. ინტენსიური კარდიო ვარჯიში, იოგა ან ფიტნესი საკმარისი იქნება.


ბავშვების მოვლა

image

ქალები ბავშვის აღზრდას დიდ დროს უთმობენ. მათ მოვალეობაში შედის გასეირნება, ჯანსაღი კვების უზრუნველყოფა, გაკვეთილების მომზადებაში დახმარება და მათთან ერთად თამაში. კაცები ძირითადად სეირნობის და თამაშის პროცესში მონაწილეობენ.


ჰობი

image

კაცები ჰობზე უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე ქალები. კაცების გატაცება იქნება ეს სათევზაო ანკესების მომზადება თუ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ხშირად ბიზნეს იდეად იქცევა. ქალის ჰობი ასევე მცირე შემოსავლის მომტანია, მაგრამ მას ბევრი საქმის შეთავსება უწევს, ამიტომ ბევრი დრო არ აქვს.


ძილი

image

კაცებს ურჩევნიათ სამსახურში უფრო მეტი საქმის გაკეთება მოასწრონ, ამიტომ ნაკლები სძინავთ, სამაგიეროდ დასვენების დღეებში კარგად გამოძინებას ცდილობენ. ქალებს კვირის ნებისმიერ დღეს კარგად გამოძინება სურთ, ამიტომ დასვენების დღეებში ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო დიდხანს სძინავთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ აინტერესებს ყველას, როდის გათხოვდებით ან ბავშვს გააჩენთ? 5 გულწრფელი პასუხი

image

10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა

image

ქორწინება სრულდება იქ, სადაც ქალის მოთმინება მთავრდება

image

რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება

image

რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
527
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
527