სხვა რა გააკეთა თვითმფრინავმა ჰაერში, როდესაც დედას ბავშვი აეროპორტში დარჩა. წლის დედა! 2019, 19 მარტი, 9:28 თვითმფრინავები იშვიათად ტრიალდებიან ჰაერში და მიწაზე ჯდებიან რაიმე მიზეზის გამო, გარდა ტექნიკური მიზეზისა ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მაგრამ, გამონაკლისებიც ხდება. თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა მას შემდეგ, როცა მგზავრი მიხვდა, რომ საკუთარი ჩვილი ბავშვი ტერმინალში დატოვა, წერს сообщает The Guardian.
მფრინავმა, რომელიც საუდის არაბეთიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, აფრენისთანავე უჩვეულო თხოვნა მიიღო- დაბრუნებულიყო ჯიდას აეროპორტში. ჩანაწერში კარგად სჩანს - მფრინავი რეკავს საჰაერო მოძრაობის სამმართველოში, ისმის მისი უჩვეულო მოლაპარაკება კოლეგებთან, როცა ის ითხოვს მეფე აბდულაზიზის სახელობის აეროპორტში დაბრუნების ნებართვას. Sputnik ღვთის გულისათვის. შეგვიძლია დაბრუნება?“ - კითხულობს მფრინავი. ავიადისპეჩერებისთვის მოულოდნელი სცენარი მათ მსუბუქ დაბნეულობას იწვევს და ისინი სხვებს ეთათბირებიან შესაბამისი მოქმედების თაობაზე.
„ეს რეისი დაჯდომას ითხოვს“, - ეუბნება ის მეორე თანამშრომელს. „მგზავრს ბავშვი დარჩა ლოდინის ზონაში“. ისმის, მფრინავი როგორ უმეორებს საჰაერო მოძრაობის ოპერატორს: „მე გითხარით, რომ მგზავრმა დატოვა საკუთარი შვილი ტერმინალში და ის უარს აცხადებს ფრენის გაგრძელებაზე“. მცირე პაუზის შემდეგ თვითმფრინავს ნება მიეცა აეროპორტში დაბრუნებულიყო. გულმავიწყი მგზავრი თავისი დაბნეულობის გამო დაისაჯა თუ არა, არაფერია ცნობილი.
2013 წელს American Airlines რეისი ნიუ-იორკიდან დაჯდა კანზას- სიტ-ში „ძალიან უდუსციპლინო მგზავრის“ გამო. ის უარს აცხადებდა შეეწყვიტა უიტნი ჰიუსტონის სიმღერის „მუდამ მეყვარები“-ს მღერა.
მომდევნო წელს ნიუ-იორკში თვითმფრინავი, რომელიც სეულში მიემართებოდა, დაბრუნდა უკან მას შემდეგ, როდესაც სამხრეთ კორეის ავიაკომპანიის მემკვიდრე ქალბატონმა ჩო ხენ-ახ -მა აიძულა ეკიპაჟის უფროსი წევრი ძირს გადმოესვა იმიტომ, რომ მას მაკადამიის თხილი მიართვეს პაკეტით და არა ჯამით. ხოლო ამა წლის თებერვალში ლონდონში თვითმფრინავმა მოულოდნელი დაჯდომა შეასრულა ცუდად დაკეტილი კარების გამო.
რა საოცარი გულმავიწყობაა... იხილეთ ასევე:
767 11-ს მოსწონს
|