ტენდენციები როგორი სტილის მზის სათვალეებია აქტუალური 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე 2019, 19 მარტი, 3:22 საკუთარი განუმეორებელი სტილის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად დღეს ქალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ უმცირეს დეტალებსაც კი, დააკვირდნენ თავიანთი გარეგნობის, ჩაცმულობის ყველა ელემენტს, შეარჩიონ ორიგინალური მოდური ნივთები როგორც ყოველდღიური გამოყენებისა, ისე განსაკუთრებული შემთხვევებისათვის. ასეთ, ერთი შეხედვით, წვრილმან ნივთებს, რეალურად კი მეტად მნიშვნელოვან დეტალებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს მოდურ მზის სათვალეებს, რომელიც დღეისათვის მიიჩნევა დამაჯერებლობისა და დახვეწილი გემოვნების გამომხატველ ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად. მზის სათვალეებს, მზისგან დამცავ ფუნქციასთან ერთად, დღეს ესთეტიკური დატვირთვა ენიჭება; მისი საშუალებით შეგიძლიათ, არა მხოლოდ მოუფრთხილდეთ თვალებს, არამედ მოდურადაც გამოიყურებოდეთ. იგი ხაზს უსვამს თქვენს სტილს და გემოვნებას. მოდური მზის სათვალეების არჩევაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ სფეროში მიმდინარე ტენდენციები, თუმცა, უპირველესად, გასათვალისწინებელია, შემოთავაზებული ვარიანტებიდან თქვენი სახის ფორმას, გარდერობის ტიპს, ტანსაცმლისა და აქსესუარების ფერსა და სტილს რომელი შეესაბამება.დღეს, როგორც არასოდეს, მზის სათვალეები მრავალფეროვანია მასალის, ფორმისა და ფერის მიხედვით და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ეძლევათ ფართო არჩევანი, შეარჩიონ მათთვის სასურველი სტილის მზის სათვალეები.მაშ, ასე, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ტრენდულია შემდგომი სახის მზის სათვალეები:1. სათვალეები რქის ჩარჩოთი -
უკვე კარგად ნაცნობი, მაგრამ ისევ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარიანტია 2019-2020 წლებისათვისაც ტრენდულ სათვალეებს შორის. მასიური რქის ჩარჩოები გამოკვეთს თქვენს მოდურ სახეს.
2. ე.წ. "ჰარი პოტერის" სტილის ანუ მრგვალი ფორმის მზის სათვალეები
მრგვალი ჩარჩოს მქონე მზის სათვალეები არაჩვეულებრივი ვარიანტია, მაგრამ საკმაოდ პრეტენზიულია და ყველა ქალბატონს, ნებისმიერ სილამაზეს სულაც არ უხდება. ამიტომ მასზე სანამ არჩევანს შეაჩერებთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად მოუხდება მრგვალი სათვალეები თქვენს სახეს. მრგვალი მზის სათვალეები შეიძლება, იყოს დიდი, სქელი, ან პირიქით, პატარა, თხელი ჩარჩოთიც, ლითონის ან პლასტმასისაგან დამზადებული, სხვადასხვა სახის მინით (შავი, კლასიკური ყავისფერი, სარკისებრი და ა. შ.). მრგვალი ფორმის მზის სათვალეები აღიარებულია 2019-2020 წლების მოდის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ვარიანტად სათვალეებისა და ცნობილი ვარსკვლავები იყენებენ მას ძალიან ხშირად.3.2019-2020 წლების ყველაზე მოდური მზის სათვალეები "OVERSIZE"-ს სტილში
"OVERSIZE" სტილის სათვალეები ეფექტურია როგორც მზისგან დასაცავად, ისე საჭესთან ყოფნისას მხედველობისათვის - განიერი ფორმის, დიდი ჩარჩოების მქონე სათვალეები გოგონებს აძლევს რამდენადმე დაბნეულ შესახედაობას, ხოლო სოლიდური ასაკის ქალბატონებს ორიგინალური ჩარჩოს ფორმა, უხეში, სქელი ჩარჩო, ფართო ლინზები აძლევს გაცილებით ახალგაზრდას იერს. "OVERSIZE" მზის სათვალეები შეიძლება, იყოს ოვალური, სწორკუთხოვანი ან კვადრატული ფორმის. იგი არის ძალიან პრაქტიკული გმოსაყენებლად, განიერი, მასიური ჩარჩოები საფუძვლიანად იცავს თვალებს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან.4. მოდური მზის სათვალეები 2019-2020 ე.წ. "Aviator"-ის სტილში
"AVIATOR" სტილის მზის სათვალეები არ თმობს თავის პოზიციებს მოდის სამყაროში, პირიქით, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ამიტომაც დიზაინერები მუდმივად ზრუნავენ მის დახვეწაზე. ნათელი, კაშკაშა, შავი ან სარკისებრი ე.წ. "AVIATOR" სტილის მზის სათვალეები ორიგინალური ჩარჩოთი 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზეც განსაკუთრებით აქტუალური იქნება.5. "cat eyes" ("კატის თვალები") და სხვა უჩვეულო ფორმისა და სტილის მზის სათვალეები
"კატის თვალები" არის მზის სათვალეები გლამურული ჩარჩოთი, რომელიც აერთიანებს კლასიკურ და რეტრო სტილს. "კატის თვალები" ძალიან ქალური და ელეგანტურია, ეფექტურია ლამაზ კაბებთან და საქმიან ჩაცმულობასთანაც.გარდა მზის სათვალეების ტრადიციული ვარიანტებისა, 2019 წელს აქტუალურია უჩვეულო ჩარჩოს ფორმისა და გაფორმების მქონე სათვალეები. ასეთია უკვე ნახსენები ე.წ. "კატის თვალები", სათვალეები ჩარჩოს გარეშე, ან ნახევარჩარჩოებით, როგორც არაორდინალურობის გამოხატულება; გულის, ვარსკვლავის ფორმის და სხვა მოდური მზის სათვალეები ფუტურისტული გადაწყვეტით, ყვავილებით, თვლებით, მცენარეებისა და ცხოველების გამოსახულებებით (ლეოპარდი, პითონი, ნიანგი).
"პეპლის ფრთები"
"გული"
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, ასევე, ტრენდულია მზის სათვალეები "sci-fi" ე.წ. მატრიცას სტილში. სეზონზე აქტუალური იქნება შავი ან თეთრი ფერის სამკუთხედის, მართკუთხა, პეპლის ფრთების ფორმის ან სხვა სახის არაორდინალური ჩარჩოს მქონე მზის სათვალეები. ამასთანავე, 2019 წლის ტრენდად მიჩნეულია არა პლასტმასის ან მეტალის, არამედ ხის (ალუბლის, ქლიავის, ნეკერჩხლის, სანდლის ხე) ჩარჩოები."ვარსკვლავები"
296 2-ს მოსწონს
|