სხვა მკითხავმა კლიენტს საქმრო ვერ უპოვა და სამი წლით ჩაჯდა ციხეში 2019, 18 მარტი, 15:45
სასოწარკვეთილმა თურქმა ქალმა ს.ბ.-მ სტამბულში ბეშიკთაშის რაიონში ცნობილ მკითხავს ჰ.რ.-ს მიმართა და საქმროს პოვნაში დამხარება სთხოვა, ნათელმხილველმა ასტროლოგიური რუკა შეადგინა და კლიენტს განუცხადა, რომ მისი ბედნიერება "დაბლოკილია" და 2 000 ლირა მოთხოვა მის მოსახსნელად. ახალგაზრდა ქალმა გადაიხადა თანხა და დაელოდა "ბედის" გახსნას", თუმცა უშედეგოდ, გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ მან ისევ მიაკითხა მკითხავს, თაღლითმა ქალმა ამჯერად დაარწმუნა კლიენტი, რომ "მისი ბედის ხაზს გაასწორებდა" და კიდევ უფრო მეტი -4000 ლირა დასცინცლა. ასე გავიდა კიდევ ნახევარი წელიწადი, თუმცა ქალმა საბედო ვერ იპოვნა, ამის შემდეგ გადაწყვიტა პოლიციისთვის მიემართა, მკითხვამა ეს აშკარად ვერ გათვალა, რომ საქმე სამართალდამცავებამდე მივიდოდა, ქალი დააკავეს და თაღლითობისთის 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, იუწყება Mirror-ი 107 5-ს მოსწონს
|