x
image
მაკუნა
Mediator image
ჩინელების მინი-ჰონკონგი საქართველოში და ქართველი მოცეკვავეების ჩინური თავგადასავალი

imageიმ ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ჩინელების მიმართ

არცთუ ლოიალურები არიან, საქართველო შესაშური ტოლერანტობით გამოირჩევა და უცხოტომელებს ქართულ მიწაზე დამკვიდრებისთვის ყველა პირობას უქმნის. მართალია, ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე მრავალეროვანია, მაგრამ უცხოელების “გაქართველება” აქტიურ ფაზაში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შევიდა.
თუ ბურებმა საქართველოში ფეხისმოკიდებაზე ცივი უარი თქვეს.
სამაგიეროდ, ჩინელებმა ლამისაა წაგვლეკონ. სხვათა შორის,
ამ ფონზე ნიშანდობლივია პრეზიდენტ სააკაშვილის ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობა, თურმე, ათ მილიონს “მიუკაკუნა”. ისე, მოახლოებული არჩევნების ფონზე ხელისუფლებას ამაზე კარგი “კარუსელი” რაღა უნდა?!
მოკლედ, ჩინელებისთვის საქართველოს ლამის “აღთქმული მიწაა”
და თუ ასე გაგრძელდა, გამორიცხული არაა, რომ მალე საქართველოში 4 მილიონზე ნაკლები ქართველი და 6 მილიონი ჩინელი
თუ სხვა უცხოტომელი იყოს... ამასობაში, ლაზიკაც აშენდება, რომელიც ჩინელებისთვის შესაძლოა, მინი-ჰონკონგად იქცეს...
საინტერესოა, რა მდგომარეობაა თავად ჩინეთში, რომლის მთავრობაც განვითარებადი ქვეყნების ხელისუფლებებს, თურმე,
დიდ ფულს უხდის, რომ ამ განვითარებად ქვეყნებში ჩინეთის მოქალაქეებს სამუდამო დამკვიდრებისთვის პრობლემები არ შეექმნათ.

თანამედროვე ჩინეთის ყოფა-ცხოვრებასა და თავისებურებებზე საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლ “სამაიას” მოცეკვავეები, რომლებიც თვენახევრიანი ჩინურიგასტროლის შემდეგ, სამშობლოში ახლახან დაბრუნდნენ.
გიორგი აბულაშვილი, მოცეკვავე: “უამრავი ქვეყანა მაქვს მოვლილი, ჩინური კულტურის მიმართ კი, განსაკუთრებული ინტერესი მქონდა. იქ ჩასულებს განსხვავებული გარემო დაგვხვდა. საერთოდ, ჩინეთი ცივილიზებული სამყაროსგან განცალკევებულია - მთელ ჩინეთში ვერ “იპოვით” ვერც ერთ სოციალურ ქსელს, ანუ ყველა ჩინური
ქალაქის ყველა სასტუმროში “ფეისფუქი”, “იუთუბი”
და ყველა ამერიკული თუ ევროპული საიტი დაბლოკილია.
განსაკუთრებული არქიტექტურისა და ლამაზი
შენობების მიუხედავად, მთელი ქვეყანაში რაღაცნაირი სუნი დგას, სიბინძურეც თვალშისაცემია, შედარებით სუფთა ცენტრალური ქუჩებია.
ქუჩაში უცხოელებს ისე გვიყურებდნენ, როგორც სამუზეუმო ექსპონანტებს. ადგილობრივებს ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ეტყობათ, რომ ჩაკეტილები არიან. ტროტუარებზე ადამიანების საცობებია. კიდევ ერთი უცნაურობა, რაც თვალშისაცემია: ყველა -ქალი, კაცი თუ ბავშვიიფურთხება. ამ უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაში ყოფითი კულტურით ნამდვილად ვერ მოვიხიბლე. მხოლოდ ჩხირებით ჭამა ხომ არაა?! სხვათა შორის, მოწევა ყველაგან - ბანკსა თუ სხვა დაწესებულებაში შეიძლება. საუცხოო იყო ბაზარში, გასაყიდად გამზადებული, გატყავებული ძაღლების ხილვა...

მოკლედ, ჩინეთი უცნაური ქვეყანაა, სადაც მაღაზიასა თუ კაფეში შეიძლება, მილიონერსაც შეხვდე და მათხოვარსაც. მათხოვარი თბილისშიც ბევრი მინახავს, მაგრამ ჩინეთში ხელგაწვდილი უმეტესად ინვალიდები არიან -ალბათ, სახელმწიფოსგან შესაბამისი ყურადღება არ აქვთ.ისე, ხანგრძლივ აპლოდისმენტებს მიჩვეული მოცეკვავეებისთვის ცოტა უცხო იყო ჩინელი მაყურებლისის შედარებით მოკრძალებული ოვაცია, თუმცა როგორც
მივხვდი, ეს ერი დიდად ემოციურობით არ გამოირჩევა”.


მაკა დეკანოსიძე/ "ქართული სიტყვა" / for. ge



1
251
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
251
  
0 1 1