საზოგადოება ახალი სასარგებლო ჰეშთეგ-კამპანია #Trashtag - მიიღებთ გამოწვევას? 2019, 25 მარტი, 13:20
სოციალური ქსელში ახალი გამოწვევა გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოსთვის სასარგებლოა. მას ჰეშთეგ-კამპანიაა- #Trashtag ეწოდება. ეს გამოწვევა თქვენც აგიმაღლებთ განწყობას და საშუალებასს მოგცემთ, უფრო ჯანსაღ გარემოში იცხოვროთ.
მსოფლიოში ბევრმა ადამიანმა უკვე მიიღო ჰეშთეგ-გამოწვევა, თქვენც გაბედავთ? პროექტი 2015 წელს წამოიწყო UGO Gear-მა, ჩიკაგოში მდებარე კომპანიამ. თუმცა, ის პოპულარული ფეისბუქ-მომხმარებელმა Byron Román-მა გახადა. მან ჰეშთეგ-კამპანიაში "მოწყენილი თინეიჯერები გამოიწვია". რომანმა შესთავაზა მათ, გაეწმინდათ დანაგვიანებული ადგილი და აეტვირთათ დასუფთავებამდე და შემდეგ გადაღებული ფოტოები, ატვირთული სურათისთვის კი ჰეშთეგად დაეწერათ #Trashtag. გამოწვევას მოულოდნელად დიდი გამოხმაურება მოჰყვა: მას შემდეგ, რაც რამდენიმე თინეიჯერმა მსგავსი ფოტო თავადაც ატვირთა, ინტერნეტმა თავისი საქმე გააკეთა და ჰეშთეგ-გამოწვევა მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მარტო Twitter-ზე ჰეშთეგი უკვე 600 000 ადამიანზე მეტმა გამოიყენა, Instagram-ზე კი უკვე 25 000-ზე მეტმა. ზოგიერთმა ადამიანმა ეს "ყველა დროის ყველაზე მაგარ ონლაინ-გამოწვევად" შეაფასა. ზოგი კი უკვე აწყობს გეგმებს, რომ მეგობრებთან ერთად დაასუფთავოს გარკვეული ადგილი და ჩაერთოს კამპანიაში ნაგვის წინააღმდეგ. გამოწვევამ უკვე შთაგონება მისცა ასობით ადამიანს მთელ მსოფლიოში. ინდოეთიდან და მალაიზიიდან დაწყებული, მექსიკითა და ბრაზილიით დასრულებული, ადამიანები ცდილობენ, ჩვენი საცხოვრებელი გარემო უფრო სუფთა გახადონ. ძალა ერთობაშია - რაც უფრო მეტი ჩაერთვება კამპანიაში, მით უფრო გლობალური იქნება მიღწეული შედეგი. ბონუსი: რამდენიმე წლის წინ იგივე იდეა განახორციელეს ჰონგ-კონგში, რამაც ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა რეგიონზე. თქვენც ხომ არ შეუერთდებოდით ჰეშთეგ-კამპანიას? დაფიქრდით ამაზე. ასევე დაგაინტერესებთ:1. "პლასტმასის ზღვა" - ახალი საფრთხე კაცობრიობისთვის 2. ეს ფოტოები ამტკიცებს, რომ ბუნებაზე ძლევამოსილი არაფერია დედამიწაზე
3. მალაიზიელმა პრინცესამ საკუთარი დაბადების დღე სანაპიროს დასუფთავებით აღნიშნა 122 3-ს მოსწონს
|