სხვა "პლასტმასის ზღვა" - ახალი საფრთხე კაცობრიობისთვის 2018, 27 ნოემბერი, 9:52 ![]() ადრე ამ კუნძულს სამოთხეს ადარებდნენ, ბოლო დროს კი ეს წარმოდგენა "პლასტმასის ზღვამ" გაანადგურა. ოდესღაც წყალი სუფთა იყო და მასში ლურჯი ცა ირეკლებოდა, დღეს კი ის დაგუბებული და დაბინძურებულია. ფაუერსი და მყვინთავები პლასტმასის ზოლს რამდენიმე კილომეტრზე გაყვნენ და აღმოაჩინეს, რომ ნაგავი 8 კმ-მდე მანძილზე იყო გადაჭიმული. ზღვაში გადაყრილი იყო გაფუჭებული ფეხბურთის ბურთები, გაზიანი სასმლის ბოთლები, კბილის ჯაგრისები, ძველი ტელევიზორები, ფეხსაცმელები და სხვა. ფაუერსი ამბობს, რომ მიდამოს დაბინძურებაში მხოლოდ ჰონდურანის კუნძულზე მცხოვრები მოსახლეობა არ არის დამნაშავე; მისი თქმით, ყველა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან. ყველამ უნდა ისწავლოს, რომ ამა თუ იმ მასალის გადამუშავება, ხელახლა გამოყენება შესაძლებელია და მისი გადაგდება, თავიდან მოშორება გამოსავალი არ არის. ფაუერსი თავისი ფოტოებით საზოგადოებას მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ნარჩენების გადაგდებას გადაწყვეტენ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() "Roatan Marine Park ჩვენი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბევრ კამპანიას აწარმოებს, მათ შორის პლასტმასის წინააღმდეგ და გარემოს დაცვით პროგრამებს", - ამბობს ფაუერსი. კაროლინი სხვებსაც მოუწოდებს, დაეხმარონ ორგანიზაციას ზღვის ცხოვრების დაცვაში. ![]() ასევე დაგაინტერესებთ:1. მალაიზიელმა პრინცესამ საკუთარი დაბადების დღე სანაპიროს დასუფთავებით აღნიშნა 2. შაკირა სამხრეთ ამერიკელ ბავშვებს ჩუმად ეხმარება 3. როგორ გამოიყურება ბავშვების სათამაშოები სხვადასხვა ქვეყნებში - იტალიელი ფოტოგრაფის ნამუშევრები ![]() 479 2-ს მოსწონს
|