მსოფლიო ვენესუელის ქუჩებში ფულის წვიმა წამოვიდა 2019, 17 მარტი, 11:04
დღევანდელი ვენესუელას ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ძალზე წააგავს ჩვენში 90-იანი წლების პირველ ნახევარს: გადანდგურებული ეკონომიკა, უშუქობა, გაუფასურებული ფული და მიტინგები, მიტინგები.
არ მუშაობს საწარმოები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, აეროპორტი და მეტრო შეფერხებით მუშაობს.
ქუჩებში ხშირია ქურდობა. ცოტა ხნის წინ ერთბაშად რამდენიმე სუპერმარკეტი გაქურდეს.
ეროვნული ვალუტა - ბოლივარი სრულად გაუფასურდა და ამ ფულით პრაქტიკულად აღარაფრის ყიდვა შეიძლება, ამიტომ მოსახლეობა ფულს ფანჯრებიდან ყრის ქუჩაში და მისგან კოცონს ანთებს. შეგახსენებთ, ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა გრძელდება, რაც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური ვითარებით და მადუროს ავტორიტარული რეჟიმით არის გამოწვეული. შედეგად, ქვეყანაში ორხელუსფლიანობა დამყარდა. ერთი მხრივ, ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირა აშშ-მ და რამდენიმე დემოკრატიულმა სახელმწიფომ; ხოლო მეორე მხრივ ნიკოლას მადურომ 2019 წლის 10 იანვრიდან ქვეყნის პრეზიდენტად და მმართველად გამოაცხადა თავი. 1131 5-ს მოსწონს
|