საზოგადოება “როგორ მენანები მიწისთვის…რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა… პირველ შვილს ელოდებოდნენ” 2019, 17 მარტი, 1:30 ემიგრანტების იმედის” დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე, ოზურგეთში ავარიისას გარდაცვლილ მამუკა ნაცვალაძეზე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, ნაცვალაძე რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. ის და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებოდნენ. “როგორ მენანები მიწისთვის ყველა ტირის გურიაში დიდი და პატარა… რა უნდა ვუთხრათ შენს ოჯახის წევრებს, მეუღლეს, რით ვუთანაგრძნოთ? შენნაირი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ… „გული მომიკვდა კიდე არ მჯერა რომ აღარ ხარ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული მამუ ღმერთმა გამძლეობა მიცეს შენს ოჯახს. ძალიან დიდი დანაკარგი ხარ ყველასთვის“. „მენანები მიწისთვის…“ გარდაიცვალა 25 წლის მამუკა ნაცვალაძე. მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 25 წელი, ოცდაექვსი ვეღარ შეასრულე! თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს _ სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს… ვერ შეძლეს ექიმებმა შენი გადარჩენა (ბაიკერი საავადმყოფოში გარდაიცვალა… ფეხმძიმე მეუღლე სწორედ იმ საავადმყოფოში იმყოფებოდა კონსულტაციაზე და იქ გაიგო ეს შემზარავი ამბავი) ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი… ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ბედისწერამ საამაყო ვაჟკაცი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. შეგახსენებთ ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ბაიკერის, მამუკა ნაცვალაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც კლინიკა “მედალფას” დირექტორმა დავით მდინარაძემ განუაცხადა, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 – ე მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილი 25 წლის მამუკა ნაცვალაძეა. იგი კომპანია “სოკარის”, ოზურგეთის ფილიალში მუშაობდა. ნაცვალაძე რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. ის და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებოდნენ. “შუადღით შესვენებაზე გავიდა და ქუჩაში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სავარაუდოდ, ავტომობილის საჭესთან ქალბატონი იჯდა. მამუკას ახალგაზრდა, ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს მისი ფეხმძიმე მეუღლე ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და მისი ქმარი გარდაცვლილი იქ ნახა, მანამდე მომხდარის შესახებ არ იცოდა. ეს არის შოკისმომგვრელი ფაქტი. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანამდე უკვე ძალიან მძიმედ იყო. სავარაუდოდ, ავარიის შედეგად მძიმე ტრავმა თავის არეში მიიღო”-წერს შოთო სიხარულიძე. ![]() 1435 1-ს მოსწონს
|