სხვა კენიაში "სპილოების დედოფალი" მოკვდა. მისი ეშვები მიწამდე აღწევდა 2019, 15 მარტი, 17:01 ![]() ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, უილ ბერარდ-ლუკასმა როცა "სპილოების დედოფალი" იხილა, ასეთი რაღაც თქვა: "საკუთარი თვალით რომ არ შემეთვალიერებინა მე ის, ვერასოდეს ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთი სპილოები ჯერ კიდევ არსებობენ." ![]() 60 წელზე უფროსი ასაკის იყო დედალი სპილო, ოფიციალური დასახელებით F_MU1. ცხოვრობდა კენიაში, კერძოდ კი ცავოს სავანაში. ის იყო ერთ-ერთი სპილოთა იმ ქვესახეობიდან, რომელთა წარმომადგენლებს ეშვები მიწამდე დასთრევთ. ![]() ეს ფოტოები ბრიტანელმა ფოტოგრაფმა სპილოს მანამდე ცოტა ხნით ადრე გადაუღო, სანამ ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდებოდა. "სპილოებს დედოფალი რომ ჰყოლოდათ, სწორედ ის დაიმსახურებდა ამ ტიტულს, " განუცხადა ფოტოგრაფმა "ბი ბი სის." დღესდღეობით მთელ აფრიკაში სუპერეშვების მქონე მხოლოდ სულ რაღაც 30-ოდე სპილოა შემორჩენილი. უილი სპილოს სურათებს წელიწადნახევრის მანძილზე უღებდა, რაშიც მას კენიის მთავრობა ეხმარებოდა. ფოტოგრაფმა როცა პირველად იხილა "სპილოების დედოფალი, " გაოცებისგან დამუნჯდა. "ის იყო გამხდარი და ხნიერი, მაგრამ თავდაჯერებულად მიიწევდა წინ. მისი ეშვები კი იმდენად უზარმაზარი ზომების გახლდათ, რომ უკან მიწაში სახნისივით კვალს ტოვებდა, " თქვა მან. 1 კილოგრამი სპილოს ძვლის ფასი შავ ბაზარზე 2100 დოლარს შეადგენს. F_MU1-ის სიცოცხლის დაახლ. 60-წლიანი პერიოდი კი ბრაკონიერობის აყვავების ხანას დაემთხვა და პირდაპირ სასწაულია, რომ ამხელა ეშვების მქონე სპილო "თეთრ ოქროზე" მონადირეებს გადაურჩა. ![]() 108 შეფასება არ არის
|