სხვა კენიაში "სპილოების დედოფალი" მოკვდა. მისი ეშვები მიწამდე აღწევდა 2019, 15 მარტი, 17:01 ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, უილ ბერარდ-ლუკასმა როცა "სპილოების დედოფალი" იხილა, ასეთი რაღაც თქვა: "საკუთარი თვალით რომ არ შემეთვალიერებინა მე ის, ვერასოდეს ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთი სპილოები ჯერ კიდევ არსებობენ." 60 წელზე უფროსი ასაკის იყო დედალი სპილო, ოფიციალური დასახელებით F_MU1. ცხოვრობდა კენიაში, კერძოდ კი ცავოს სავანაში. ის იყო ერთ-ერთი სპილოთა იმ ქვესახეობიდან, რომელთა წარმომადგენლებს ეშვები მიწამდე დასთრევთ. ეს ფოტოები ბრიტანელმა ფოტოგრაფმა სპილოს მანამდე ცოტა ხნით ადრე გადაუღო, სანამ ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდებოდა. "სპილოებს დედოფალი რომ ჰყოლოდათ, სწორედ ის დაიმსახურებდა ამ ტიტულს, " განუცხადა ფოტოგრაფმა "ბი ბი სის." დღესდღეობით მთელ აფრიკაში სუპერეშვების მქონე მხოლოდ სულ რაღაც 30-ოდე სპილოა შემორჩენილი. უილი სპილოს სურათებს წელიწადნახევრის მანძილზე უღებდა, რაშიც მას კენიის მთავრობა ეხმარებოდა. ფოტოგრაფმა როცა პირველად იხილა "სპილოების დედოფალი, " გაოცებისგან დამუნჯდა. "ის იყო გამხდარი და ხნიერი, მაგრამ თავდაჯერებულად მიიწევდა წინ. მისი ეშვები კი იმდენად უზარმაზარი ზომების გახლდათ, რომ უკან მიწაში სახნისივით კვალს ტოვებდა, " თქვა მან. 1 კილოგრამი სპილოს ძვლის ფასი შავ ბაზარზე 2100 დოლარს შეადგენს. F_MU1-ის სიცოცხლის დაახლ. 60-წლიანი პერიოდი კი ბრაკონიერობის აყვავების ხანას დაემთხვა და პირდაპირ სასწაულია, რომ ამხელა ეშვების მქონე სპილო "თეთრ ოქროზე" მონადირეებს გადაურჩა. 108 შეფასება არ არის
|