x
image
ვიზა კოხაძე
რატომ აღმოჩნდა ქართველი მეფეების დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებელის სახელები ამოტვიფრული იმ ავტომატის მჭიდებზე, რომლითაც ტერორისტმა ხალხი დახოცა ახალ ზელანდიაში? ( + ფოტოები და ვიდეო )

imageდაახლოებით 49 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა წარმოშობით ავსტრალიელი ტერორისტის მიერ პირდაპირ ეთერში გაუხსნა ცეცხლი ავტომატით მეჩეთ ალ ნოურს კრაისტჩერტში, სადაც ლოცვა მიმდინარეობდა და უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა თავდამსხმელებს ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალებს ბრიტანული გამოცემა "dailymail " ავრცელებს.მჭიდებზე, რომელიც დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სამართალდამცველებმა ამოიღეს ნივთმტკიცების სახით, ასეთი ქართული წარწერებია: - " დავით სოსლანი, დავით აღმაშენებელი".მათ წარმომავლობაზე ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერია ცნობილი.imageimageimageრაც შეეხება თავად ტრაგედიის ფაქტს, ფოტო მასალებზე 28 წლის ავსტრალიელი მოქალაქე Brenton Tarrant - ა გამოსახული, რომელიც ავტომატით პირდაპირ ეთერში თვითერის საკუთარ გვერდზე ლაივს რთავს და მსოფლიოს აჩვენებს როგორ ცხრილავს ადამიანებს.



imageეს გამაოგნებელი 17 წამიანი ვიდეო რგოლი გვიჩვენებს როგორ უმოწყალოდ და მშვიდად ესვრის მემარჯვენე ტერორისტი უდანაშაულო ხალხს.სისხლიანი თავდასხმის შემდეგ სამი მამაკაცი და ერთიც ქალი დააპატიმრეს. პოლიციამ ერთი ადამიანი 20 წლის ავსტრალიელი მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, რომლის სასამართლო პროცესი შაბათს გაიმართება.imageimageimageimageimageდაკავებულებიდან სამივე ეჭვმიტანილის პირდაპირი კავშირი დასტურდება თავდამსხმელთან.მეოთხე ეჭვმიტანილს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს. რაც შეეხება გრდაცვლილებს და დაშავებულებს, 49 ადამიანიდან 41 ალ ალორის მეჩეთში ემსხვერპლა ტერორისტულ აქტს, ხოლო 7 ადამიანი კი Linwood Avenue მეჩეთში დაიღუპა.20 ადამიანი და მათ შორის ბავშვებიც კრიტიკულ მდგომარეობაშია. გაიხსნა ათეულობით საოპერაციო პუნქტები, რომელთა დახმარებით დაზარალებულებს ოპერაციები ჩაუტარდებათ.ახალი ზელანდიის პოლიციამ დუნადინში საცხოვრებელი სახლის ევაკუაცია მოახდინა.imageimageimageimageimageimageბოლო მონაცემებით, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთზე შეიარაღებულ თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი სერიოზულად დაშავდა.
თავდამსხმელმა ბრენტონ ტარანტმა მეჩეთზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე 87-გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც ის თავდასმხმის მოტივზე საუბრობს.ამონარიდი მისი მანიფესტიდან: - "მინდა შური ვიძიო მილიონობით ევროპელის დამონებისთვის, რომლებიც მუსლიმ დამპყრობლებს ევროპული მიწებიდან მიჰყავდათ.
იმისთვის, რომ შური ვიძიო იმ ათასობით ევროპელის სიცოცხლისთვის, რომელიც მათ ტერორისტული აქტების განხორციელებისას შეიწირეს.
იმისთვის, რომ ევროპულ მიწებზე მიგრაციის მაჩვენებელი შევამცირო დაშინებითა და მათი ფიზიკური განადგურებით".
შეგახსენებთ, რომ ავტომატის მჭიდებზე ამოტვიფრული იყო მხედართმთავრების სახელები, რომელბმაც ყველაზე დიდი ბრძოლები გამართეს მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან, მათ შორის არის ქართულიც-დავით მეფის და დავით სოსლანის სახელები ამოტვიფრული.


imageimageimageimageimage











0
232
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0