x
image
მაკუნა
Mediator image
ვინ და რატომ ძირავს სამშენებლო კომპანია"ოლიმპიურ ვარსკვლავს "?!


image რაც ჩვენს ქვეყანაში ცუდი ხდება "პირველის" აზრით, ხელისუფლების გარდა ყველა დამნაშავეა. ჯერ იყო და ორთაჭალაში მოვარდნილი წყლდიდობის გამო მოსახლეობა დაადანაშაულეს, უკანონო ბარაკებმა გამოიწვია დატბორვაო, შემდეგ პრეზიდენტმა ხალხი არ გამინაწყენდესო (არჩევნებია მოახლეოებული მაინც :)) და "ორთაჭალის ვარსკვლავის" დაუმთავრებელი შენობისკენ გაიშვირა ხელი, ერთ-ერთი ბარაკის მფლობელის ჩივლიის შემდეგ, სააკაშვილმა დაასკვნა, რომ დატბორვაში მთავარი დამნაშავე სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავია", ამიტომ თუ მალე არ დაასრულებენ მშენებლობას დაჯარიმებითა და"ყველაფრის მონგრევით" დაემუქრა.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ობიექტის მიმართ არ იყო მიმართული "პირველის" გესლი. "გატრამპებულ" სააკაშვილს აღნიშნული ადგილობრივი დეველოპერული კომპანია არ ესიმპატიურება, რადგან მთავრობასთან დაახლოებულ პირებს არ აქვთ წილები მასში. კომპანიის 70% წილის მფლობელი ვაჟა-ფშაველას შთამომავალი, ბიზნესმენი ზაზა რაზიკაშვილია. მისი ერთ-ერთი სახე კი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ზურაბ ზვიადაური, რომლის სიმპათიები ბიძინა ივანიშვილის მიმართ ცნობილი იყო სამთავრობო წრეებში. ზვიადაურის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შესვლამდე ორი დღით ადრე კი პრზიდენტი თავს დაესხა "ოლიმპიურ ვარსკვლავს" .

image

" პრეზიდენტი არა მარტო გასცდა კომპეტენციის ფარგლებს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქცია შეითავსა, არამედ კერძო ბიზნეს კიდევ ერთხელ გაუჩინა დაუცველობის შეგრძნება, რომ რასაც უნდა და როგორც უნდა დაანგრევს, კანონმდებლობა კი ვერ დაიცავს ბიზნესის ინტერესებს"_ აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სააკაშვილის გამონათქვამების კომენტირებისას.
არადა თავის დროზე "ოლიმპიურმა ვარსკვლავმა" აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა, მშენებლობის ნებართვაც უპრობლემოდ მიიღო შესაბამისი სახელმწიფო სამსახურებისგან . რატომღაც პრეზიდენტმა ახლა დააყენა ეჭვქვეშ
"ორთაჭალის ვარსკვლავის" კანონიერება. მშენებლობის შეჩერებაში კი, რომელიც 2008 წლის ომმა უდდესი წვილი შეიტანა მთავრობა მხოლოდ კერძო ბიზნესის პასუხისმგებლობას ხედავს. "ოლიმპიურ ვარსკვლავში" აღნიშნულ კომპლექსთან დაკავშირებით აცხადებენ რომ ორთაჭალის ობიექტი ინვესტორს გადაცეს, რომელიც მალე დაასრულებს კომპლექსის მშენებლობას.
დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა თბილისისათვის არახალია, არც სხვისი ქონების დანგრევაა მთავრობისთვის უცხო, მთავარია თვალში არ მოუვიდეს პრეზიდენტს ესა თუ ის კომპანია.
სხვათაშორის ყველაზე დიდი რიცხვი დაზარალებულებისა და დაუსრულებელი მშენებლობების, ქართულ სამშენებლო ბიზნესში კომპანია "ცენტრ-პოიტზე" მოდიოდა, მაგრამ მათთვის არც ქონება დაუყადაღებია ვინმეს და არც მშენებლობები დაუნგრევია, გადამრჩენიც მოუვლინეს ამ კომპანიას "დექსუსის" სახით.
"ქართული სიტყვის" კულუარული ინფორმაციით "დექსუსში" ქალაქის მერიის და პროკურატურის ერთობლივი ინტერესებია, ამიტომ მათთვის სამართლებრივი მხარე პრობლემას არ წარმოადგენს, კარგად ირგებენ ხელშეკრულებებს საკუთარ თავზე. "დექსუსი" როგორც ჩანს სამშენებლო ბიზნესში შემოსვლის შემდეგ "ოლიმპიური ვარსკვლავითაც" დაიტერესდა, მათ გასაყიდ ბინებთა სიაში შეიტანეს შარტავაზე მშენებარე ბინები. რეალურად კი ეს კომპანია შარტავაზე არაფერს აშენებდა. "დექსუსისთვის " ცნობილი იყო "ოლიმპიური ვარსკვლავის" პრობლემები და ამიტომ მისი ხელში ჩაგდება გადაწყვიტა, ჯერ არ დასაკუთრებული ობიექტის ბინები კი თავისად გაასაღა და გასაყიდად გამოიტანა. ამის შესახებ "ქართულ სიტყვას" შარტავას კომპლექსის ერთ-ერთი მომავალი ბინადარი ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:
"უკვე რამდენიმე წელია ველოდები ბინას, აღნიშნულ კომპანიასთან იმიტომ გავაფორმე ხელშეკრულება რომ ნდობის მაღალი ხარისხი მქონდა. თან ახლობელი მუშაობდა "ოლიმპიურში" და კარგად ვიყავი ინფორმირებული ყველა დეტალზე. შარშან ინტერნეტში აღმოვაჩინე რომ "დექსუს" ჰქონდა შარტავაზე, იგივე მისამართზე მშენებარე ბინები გამოტანილი გასაყიდად, რა თქმა უნდა პრეტენზიით მივმართე "ოლიმპიურ ვარსკვლავს", აღმოჩნდა რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ, როცა ეს ფაქტი გახმაურდა მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა "დექუსი" შეტევაზე, დიდი ხნის მანძილზე იყო ზეწოლა კომპანიაზე. სერიოზული საფრთხე იყო ძალით შეჭრისაც, მაგრამ საბოლოოდ გაჩერდნენ, სხვათაშორის ერთი რამაა საინტერესო, იურისტი ვარ და არ მეპარება ასეთი ფაქტები. მას შემდეგ რაც პოლიტიკაში ივანიშვილი გამოჩნდა, "დექსუსმა" უკან დაიხია, შეიძლება თქვათ რა შუაშია პოლიტიკაო, მაგრამ ყველაფრის თავშია. ამ ფაქტიდანაც ჩანს რომ "დექსუსი" არა დამოუკიდებლი კომპანია, ის კონკრეტული სახელმწიფო მოხელეების ინტერესებს ატარებს. ამიტომ კიდევ ერთი დიდი სკანდალი რომელიც მშენებარე ობიექტის წართმევას მოჰყვებოდა არ აწყობდათ, რადგან საბოლოოდ პოლიტიკას დაუკავშირდებოდა. რადგან ყველამ კარგად იცის, რომელი კომპანიის მმართველი რას და როგორ ფიქრობს.
" ოლიმპიური ვარსკვლავს" 2008 წლამდე პრობლემები არ ჰქონია, მალე დასრულდებოდა ალბათ მშენებლობაც. ომის შემდეგ კი ყველაფერი გაჩერდა.
ვინც აქ ვიშენებთ ზოგი იურისტი ვართ, ზოგი ფინანსისტი, ბევრ ისეთ ადამიანს აქვს ჩადებული ბინაში ფული ვისაც შედარებით ესმის გაჩერებული მშენებლობის გამომწვევი ფაქტორები, ამიტომ ჩვენც საქმის ყურში ჩაგვაყენა კომპანიამ. მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, კრიზისიდან გამოსასვლელად "საქართველოს ბანკიდან" დაახლოებით ხუთ მილიონიანი სესხის გამოტანა გადაწყვიტა, " ოლიმპიური" ასევე ჩართულია მერიის პროექტში "ძველი თბილის ახალი სიცოცხლე", მხოლოდ აქედან აღებული თანხითაც კი დაფარავს კრედიტის დიდ ნაწილს, ბანკს არავითარი რისკი არ აქვს, მაგრამ უკვე წლებია ჭიანურდება დამტკიცებული სესხის გამოტანა. პროცესში კომპანიის მენეჯმენტმა ჩაგვრთო მოსახლეობაც, უკვე "საქართველოს ბანკთან" უშუალოდ ჩვენ, რამდენიმე კვალიფიციური ადამიანი ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. სხვათაშორის პარადოქსია, მაგრამ არგამოტანილი სესხის პროცენტს აფარინებენ, რადგან დამტკიცებულია თანხა, სხვათაშორის ნიშანდობლივია, რომ "დექსუსი" სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა ბანკი სრულიად უსაფუძვლო მიზეზებით გვიკავებდა სესხს. ახლა შეგვპირდნენ რომ მაისის ბოლომდე მისცემენ ფულს კომპანიას. ყველა ვინც გადაუხადა სამშენებლოს ფული, რა თქმა უნდა, არ გამოირჩევა ისეთივე მოთმინებით, როგორც მე ან სხვა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც საცხოვრებლის პრობლემა არ აქვს, ამიტომ მათი ინტერესების გათვალისწინებითაც ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს პრობლემა".
სწორედ იმ მიზეზით რომ ხელი არ შეუშალონ მოსახლეობისა და ბანკის მოლაპარაკებებს " ოლიმპიურ ვარსკვლავში" განცხადებას არ აკეთებენ, თუმცა ფაქტია რომ კომპანია მთავრობასთან არამეგობრული კავშირების გამო მუდმივად წნეხშია.
სხვათაშორის "ქართული სიტყვა" დაინტერესდა რას ფლობს "ოლიმპიურ ვარსკვლავში" ზურაბ ზვიადაური, როგორც აღმოჩნდა მას რეკლამირებისთვის სანაცვლოდ კომპლექსში ბინა უშენდება, ისევე როგორც ჯარჯი ზვიადაურს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, გიორგი ასანიძემ იმისთვის რომ სამსენებლოს სარეკლამო სახე ყოფილიყო 3 ბინა მოითხოვა "ოლიმპიური ვარსკვლავისგან".


მოამზადა მაკა დეკანოსიძემ,

გაზეთი"ქართული სიტყვა", 2012 წლის გაზაფხული/

0
137
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0