x
image
თორ ნიკე
ჩვენი ისტორია 6 წუთში
ჩვენი ისტორია 6 წუთში


13.8 მილიარდი წლის წინ - დიდი აფეთქება და ჩვენი სამყაროს წარმოქმნა.

13.6 მილიარდი წლის წინ - ჩვენი გალაქტიკის - ირმის ნახტომის, იგივე დევის ნამუხლარის, ანუ რძის გზის წარმოქმნა.

4.6 მილიარდი წლის წინ - დედამიწის ქერქის ფორმირების დასასრული და შემდგომი ჩამოყალიბების დასაწყისი. (იხ. დედამიწის ისტორია)


4.5 მილიარდი წლის წინ - მთვარის გაჩენა თაიასთან შეჯახების შემდგომ. (იხ. "მთვარე უფრო ძველია, ვიდრე დღემდე გვეგონა")

4.45 მილიარდი წლის წინ - დედამიწაზე 1 დღე მხოლოდ 7 საათი გრძელდება.

4.28 მილიარდი წლის წინ - დედამიწაზე დაიწყო წყლის კონდენსაცია და დაგროვება.

4 მილიარდი წლის წინ - დედამიწაზე დაიწყო ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა.

3.8 მილიარდი წლის წინ - ოკეანეებში დაიწყო ერთუჯრედიანი ორგანიზმების წარმოქმნა.

2.9 მილიარდი წლის წინ - დედამიწაზე დაიწყო პონგოლას გამყინვარების ეპოქა.

2.5 მილიარდი წლის წინ - ატმოსფეროსა და ოკეანეში საგრძნობლად მოიმატა ჟანგბადის პროცენტულმა წილმა.

1.6 მილიარდი წლის წინ - ოკეანეში დაიწყო ეუკარიოტულმა ანუ ბირთვიანმა უჯრედებმა მასობრივი გამრავლება.

510 მილიონი წლის წინ - დედამიწის ოკეანეებში გაჩნდნენ ხერხემლიანი ცხოველები.

420 მილიონი წლის წინ - გაჩნდნენ ხმელეთის მცენარეები და მარჯნის რიფები.

400 მილიონი წლის წინ - ხმელეთზე დაიწყო პირველი ტყეების გამოჩენა.

380 მილიონი წლის წინ - დედამიწაზე დღე უკვე 22 საათს გრძელდებოდა. (დღევანდელი 24-ის ნაცვლად)

375 მილიონი წლის წინ - გაჩნდნენ პირველი ხერხემლიანი ცხოველები, რომელტაც კიდურებიც ჰქონდათ.

350 მილიონი წლის წინ - მოხდა ამ ხერხემლიან და კიდურებიან ცხოველთა წყლიდან ხმელეთზე ამოსვლა.

300 მილიონი წლის წინ - გაჩნდნენ პირველი რეპტილიები ანუ ქვეწარმავლები.

230 მილიონი წლის წინ - დედამიწაზე დაიწყო დინოზავრების დიდი ეპოქა.

199 მილიონი წლის წინ - გაჩნდნენ პირველი მფრენი რეპტილიები.

160 მილიონი წლის წინ - გაჩნდნენ პირველი ე.წ. "ნამდვილი ძუძუმწოვრები".

65 მილიონი წლის წინ - მექსიკაში, იუკატანის ნახერვარკუნძულთან, ჩამოვარდა გიგანტური მეტეორი. დღეს ამ ადგილას კრატერია წარმოქმნილი, რომელსაც ჩიქსულუბის კრატერი ჰქვია. ამან გამოიწვია დინოზავრების დიდი ნაწილის მასობრივი გადაშენება.

63 მილიონი წლის წინ - გაჩნდნენ პირველი პლაცენტარული ძუძუმწოვრები.

45 მილიონი წლის წინ - გაჩნდნენ თანამედროვე ძუძუმწოვრები

7 მილიონი წლის წინ - ჰომინიდები და შიმპანზეები გამოეყვნენ საერთო წინაპარს.

1.4 მილიონი წლის წინ - ადამიანებმა ისწავლეს ცეცხლის დანთება და გამოყენება.

700 საუკუნის წინ - დადგა ტაჰოეს გამყინვარების პიკი.

ძვ.წ. 90-ე საუკუნიდან - ადამიანი იწყებს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

1543 წელს დაიწყო ახალი სამეცნიერო რევოლუცია.

1760 წელს დაიწყო პირველი ინდუსტრიული რევოლუცია.

1903 წელს გამოვიგონეთ პირველი თვითმფრინავი.

1957 წელს დაიწყო კოსმოსური ეპოქა და 1969 წელს უკვე პირველი ადამიანმა ფეხი დაადგა მთვარის ზედაპირს.


რა იქნება მომავალში? ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. როგორც ვიცით და ეს ნამდვილად ასეა, 5 მილიარდ წელიწადში მზე შთანთქავს დედამიწას, ვინაიდან ის დაბერდება და ჩვენ ვიცით რომ დაბერებული ვარსკვლავი ზომაში იზრდება, ფართოვდება, წითელ გიგანტად იქცევა, დედამიწას შთანთქავს, შემდეგ ყველა პლანეტას და საბოლოოდ აფეთქდება. ამისგან თავის დაღწევა შესაძლებელია თუ ადამიანური ცივილიზაცია მოახერხებს დედამიწის მოწყვეტას ორბიტიდან, პლანეტის მზის სისტემიდან გაყვანას და ახალი ვარსკვლავის ძიებას, რომლის გარშემოც დაიწყებს დედამიწა ტრიალს. (იხ. "სამყაროს მომავალი - რა მოხდება გუგოლი წლის შემდეგ")






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
440
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0