x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქრთამი უნივერსიტეტში მიღების სანაცვლოდ-სკანდალი ამერიკის განათლების სისტემაში
image


გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დაასრულა გამოძიება კოდური სახელწოდებით "უნივერსიტეტის ბლუზი", რომელმაც გამოაშკარავა უმსხვილესი კორუფციური გარიგებები განათლების სფეროში, რომელიც აშშ-ს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებს შეეხებოდა, ესენია იელი, სტენფორდის, სამხრეთ კალიფორნიის, უაიკ ფორესტის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტები.

image

30-ზე მეტი ცნობილი ბიზნესმენი და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი, მათ შორის "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი ფელისიტი ჰოფმანი მოექცა სკანდალში ცენტრში, რომელიც ქრთამის აღებას შეეხება უმაღლეს სასწავლებელში მიღების სანაცვლოდ.



CNN-ის ინფორმაციით დაკავება განხორციელდა 6 შტატში, სასამართლო განიხილავს დანაშაულებს, რომელიც 2010 წლიდან 2019 წლამდე ხდებოდა.

გავლენიანი და მდიდარი მშობლები იხდიდნენ მილიონობით დოლარს, რომ მათი შვილები პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩარიცხულიყვნენ.


30-ზე მეტი ცნობილი ბიზნესმენი და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი, მათ შორის "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი ფელისიტი ჰოფმანი მოექცა სკანდალის ცენტრში, რომელმაც ქრთამი გადაიხადა ქალიშვილის უმაღლეს სასწავლებელში მოწყობის სანაცვლოდ.მსახიობი გირაოს- 250 000 $-ის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

imageფოტოზე:ფელისიტი ჰოფმანი და მისი ქალიშვილი სოფია



მეორე ცნობილი პირი, სერიალების მსახიობი ლორი ლაფლინი, რომელმაც ასევე ქრთამი გადაიხადა საკუთარი ქალიშვილის მოწყობის სანაცვლოდ 1 მილიონი დოლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ამასთანავე ქალმა დაკარგა სამსახურიც, ტელეარხმა Hallmark Channel -მა მასთან კონტრაქტი გააუქმა.


imageფოტოზე:ლორი ლაფლანი


ქრთამის ოდენობა 250 000 $-იდან 6 მილიონამდე მერყეობდა, საქმეში ფიგურირებს მთლიანად 50 ადამიანი.


პროკურორმა ენდრიუ ლელინგმა განაცხადა, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა ნიჭიერ ჭაბუკებს და გოგონებს ართმევდა შესაძლებლობას მიეღოთ განათლება ანუ კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში არღვევდა სტუდენტთა უფლებებს მიეღოთ განათლება.


უნივერსიტეტის მექრთამე ფიგურანტებს 65 წლიანი პატიმრობა ელოდებათ.

image

0
65
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0