საზოგადოება ლიზის დედამ, მედია კიკვიძემ, მას შემდეგ, რაც ტრაგედიის შესახებ შეიტყო, სოციალურ ქსელში დაწერა - „დამელოდეეე დეეეე მოვდივარ" 2019, 14 მარტი, 14:36 13 წლის გოგონაზე, რომელიც რუსთავში 8 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 13 წლის ლიზი ვადაჭკორია რუსთავის კეროძო სკოლა "რეცაში" სწავლობდა. გარდაცვლილის დედა საზღვარგარეთ იმყოფება, გოგონა კი ბოლო პერიოდში მამასთან, მესხიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. ლიზის დედამ, მედია კიკვიძემ მას შემდეგ, რაც ტრაგედიის შესახებ შეიტყო, ფეისბუქზე დაწერა - დამელოდეეე დეეეე მოვდივარ!!! გარდაცვლილის მეგობრები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე, საიდანაც მოზარდი გადმოვარდა, შესაძლებელი იყო კონფლიქტს ჰქონოდა ადგილი, რადგან მათი თქმით, გარდაცვლილი მშვიდი და უკონფლიქტო ბავშვი იყო. ასევე გარდაცვლილის მეგობრების თქმით, რეალობას არ შეესაბამება ის მოსაზრება, რომ გოგონას სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება, რადგან მათ მეგობრის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი არ ახსოვთ. ლიზი ვადაჭკორიას ერთ-ერთმა მეგობარმა განაცხადა, გოგონას ფოტოების გადაღება ძალიან უყვარდა. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მოზარდი სახურავზე პეიზაჟისთვის ფოტოების გადასაღებად ასულიყო. "ლიზი იყო ყველანაირად საუკეთესო ბავშვი. არანაირი პრობლემა არ ჰქონდა არავისთან. ყოველთვის მხიარული და ძალიან მეგობრული იყო. უყვარდა ფოტოების გადაღება. გამორიცხულია ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, არც ის მახსენდება, რომ როდესმე თვითმკვლელობა ეცადოს. დარწმუნებული ვარ ფოტოების გადასაღებად იყო ასული, მაქსიმუმ შეეხედა მზისთვის და მზისთვის გადაეღო სურათი, რადგან რომანტიკოსი იყო", - აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი. როგორც ლიზი ვადაჭკორიას მეგობრებმა აღნიშნეს, გოგონას შეყვარებული ჰყავდა, თუმცა მათი თქმით, მოზარდს მასთან კონფლიქტი არ ჰქონია, რადგან მსგავს შემთხვევაში ამის შესახებ მეგობრებთან აუცილებლად ისაუბრებდა. ასევე კომენტარი გააკეთა გარდაცვლილის ახლო მეგობარმა, ნინი დარსალიამ. "ფოტოების გადაღება ძალიან უყვარდა. მე ვიცი, რომ სახურავზე ავიდა, მეორეს უღებდა ფოტოებს, უკან-უკან იწეოდა და ვეღარ მოზომა, ამიტომაც გადავარდა", - აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი ნინი დარსალია. ნინი დარსალიას თქმით, ლიზი ვადაჭკორიას ცხოვრებაში რამე უცნაური რომ ყოფილიყო, ის მეგობართან ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებდა. შეგახსენებთ, რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა. ლეონიძის 4 ნომერში, 13 წლის ლიზი ვადაჭკორია რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გოგონა სახურავზე 12 წლის მეგობართან ერთად ფოტოების გადასაღებად იყო ასული. 785 3-ს მოსწონს
|