სხვა რა ფერი არ არის არც ერთ სახელმწიფო დროშაზე და რატომ 2019, 14 მარტი, 9:21 2018 წელი. მსოფლიოში 197 ღიარებულ ქვეყანაა. თითოეულ მათგანს საკუთარი დროშა აქვს. დროშები, როგორც იცით განსხვავებულები არიან _ სხვადასხვა ფერის და ნახატების გარდა, ისინი შეიძლება იყვნენ არა მართკუთხედები ( როგორც შვეიცარიის) ან შეიძლება შედგებოდეს ორი სამკუთხედისგან (როგორც ნეპალის). მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი საკმაოდ უჩვეულო დეტალი _ არც ერთ მათგანზე არ არის ცისარტყელას შვიდი ფერიდან ერთი ფერი. მოდით გავიგოთ, სახელდობრ რომელი და რატომ მოხდა ასე?
თითქმის ორასამდე სახელმწოფოს დროშებს აერთიანებს ერთი უცნაური გარემოება - მათზე არ არის ცისარტყელას შვიდი ფერიდან ერთი ფერი.კერძოდ იასამნისფერი!
იკითხავთ, ეს როგორ, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. და ამისი მიზეზიც არსებობს. საქმე იმაშია, რომ ეს ფერი ძალიან ძნელი მისაღები იყო. ადრე იასამნისფერს მხოლოდ ზღვის ნიჟარებიდან ღებულობდნენ.ქსოვილის ამ ფერზე შეღებვა შედარებით იაფად მხოლოდ 1856 წელს შეძლეს. მაშინ, როდესაც მრავალ ქვეყანას უკვე ჰქონდა დროშა, (სადაც, რა თქმა უნდა ეს ფერი არ იყო).
ძველი სახელმწიფო დროშების უმრავლესობა წარმოიშვა ეპოქაში, როდესაც იაფი მდგრადი საღებავი სულ რაღაც სამიოდე იყო: წითელი, ლურჯი და შავი. „იასამნისფერის ფორმულა“ გამოიყვანა ქიმიკოსმა უილიამ ჰენრი პერკინმა მაგრამ, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა მაშინვე როდი დაიწყეს საკუთარი სტანდარტების გადაკეთება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად გამოეყენებიათ ეს ფერი. თუმცა, მცირეოდენი წილი იასამნისფერისა მაინც არსებობს ორი სახელმწიფოს დროშაზე: დომინიკის დროშაზე ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ იასამნისფერი თუთიყუში
ხოლო, ნიკარაგუას დროშაზე არის ცისარტყელა და თუ კარგად დავაკვირდებით, მის ფერებში შეიძლება იასამნისფერიც შევამჩნიოთ. საინტერესოა, მსოფლიოს დიდი ქვეყნების დროშები უფრო მეტად მიმზიდველები იქნებოდნენ თუ არა, მათზე იასამნისფერი რომ ყოფილიყო.იხილეთ ასევე:
583 8-ს მოსწონს
|