სხვა ფერმაში შეპარული მელა ქათმებმა მოკლეს 2019, 13 მარტი, 19:14
არაჩვეულებრივი შემთხვევა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ბრეტანში მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფერმაში, რომელიც ერთ-ერთ აგრარულ სკოლას ეკუთვნის დაახლოებით 3000 -მდე ქათამი იყო, როგორც სტუდენტები ვარაუდობენ, ფერმაში შეპარულ მელას კარი ავტომატურად ჩაეკეტა, მტაცებელი მეორე დღეს აღმოჩინეს მკვდარი. "ქათმებს ჩაერთოთ ჯგუფური ინსტიქტი და ერთობლიავდ შეუტიეს მელას ნისკარტით, ძირითადი ჭრილობები კისრის მიდამოში აღენიშნებოდა"-აღნიშნა პასკალ დანიელმა, აგრარული სკოლის, გროს-შენეს ფერმერული მეურნეობის უფროსმა. მთლიანად ფერმაში 6000 ქათამია, საქათმე დღისით ღიაა, ისინი მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად დასეირნობენ ტერიტორიაზე, რომელსაც 5 აკრი ფართობი უკავია. 165 3-ს მოსწონს
|