x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ქართული მითოლოგია - დევი
დევი. მხატვარი: ელდარ ქავშბაია


დევების სახება ქართულ წარმართობაში შემოვიდა სამხრეთიდან, კერძოდ ირანიდან, დამკვიდრდა ქართულ წარმოდგენებში, ბევრი ახალი თვისება და ხასიათი შეიძინა და მყარად დამკვიდრდა. პირველად დევები მოიხსენიებიან ავესტურ ტექსტებში. იქ აღწერილია დევები როგორც უარყოფითი ბუნების ზებუნებრივი არსებები. ზოროასტული რელიგიის უძველეს ტექსტებში - გათაში, აღწერილია დევები, როგორც ღმერთები, რომელნიც უარყოფილნი იქნენ. ძველ სპარსულ დევების აღწერილობაში, რომელიც ძვ.წ. მე-5 საუკუნეში დაიწერა, ისინი აღიწერებიან, როგორც არსებები, რომელთაც სამყაროში ქაოსი და უწესრიგობა შემოაქვთ. უფრო შემდგომ პერიოდში კი, მათ მიიღეს აშკარად სრულად საშინელი სახე და მოიხსენიაბიან როგორც ყველანაირი ბოროტების სახედ, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელიაო.


დევების ქორწილი – ლადო გუდიაშვილი


ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სპარსული წარმოშობის დევები არ უნდა გავაიგივოთ იგივე დასახელების ინდურ არსებებთან, რომლებიც აღწერილნი არიან ვედებში. მიუხედავად იმისა, რომ სახელი ერთია, ისინი მაინც აბსოლუტურად განსხვავებულნი არიან. სპარსელები, ქურთები, პუშტუნები, ქართველები, სომხები და სხვა ხალხები დევებს თავიანთ მითოლოგიებში წარმოგვიდგენდნენ როგორც დემონებს, მონსტრებს, ასოცირდებოდნენ ნეგატიურ პერსონაჟებთან ყველა ამ ხალხში. ინგლისურ ენაში და ლიტერატურაში პირველად დევები ჩნდებიან მე-18 საუკუნის მწერალ უილიამ თომას ბექფორდის ფანტასტიკურ ნოველებში.



იახსარი და დევები


ქართულ მითოლოგიაში დევებს ებრძვიან ხვთისშვილები, მაგალითად იახსარი, კოპალა, კვირია და სხვები. აქ მათ ძალიან საინტერესო და განსხვავებული აღწერილობა გააჩნიათ: ისინი ხშირად წარმოჩინდებიან, როგორც თმით დაფარული ანთროპომორფული არსებები, ზოომორფული შტრიხებით, აქვთ რქები, არიან გიგანტური ზომის და ძალის, ასევე ზოგიერთს აქვს მრავალი თავი. სხვადასხვა მონათხრობში შესაძლოა ამ თავთა რაოდენობა მერყეობდეს ერთიდან ასამდე. თავების რიცხვის ზრდასთან, პირდაპირპროპორციულად მატულობს მათი ძალმოსილება და ბოროტებაც. დევები ასევე შეიძლება შედარდეს ოგრებთან. დევის და ოგრის პერსონაჟი ერთმანეთს ძალიან ემსგავსებიან.


დევი


აღწერილ ამბებში, გმირის, მაგალითად ხვთისშვილის მიერ დევისთვის მოკვეთილი თავის ადგილას ახალი თავი ამოდის. დევების საცხოვრებელი მიწისქვეშეთია, თუმცა პერიოდულად მიწის ზემოთაც ამოდიან. და როდესაც ამოდიან სასახლეებშიც კი იდებენ ბინას, ხშირად ძალმომრეობით და მითვისებით და დიდი სიმდიდრის პატრონებიც ხდებიან. ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრობს ხოლმე შვიდი ან ცხრა ძმა დევი.


სამთავიანი დევი. ავტ. ვარლამ ჯმუხაძე


დევები მისდევენ მესაქონლობას და ნადირობას. იტაცებენ და ატყვებენ გამორჩეულად ლამაზ ქალებს, საქართველოს მთიელებში დევი მჩაგვრელისა და დამმონებლის როლში წარმოგვიდგება და საერთოდ მათს სინონიმად გვევლინება. მდედრი დევები ნაკლებად ბოროტები არიან. ისინი იფარებენ მომხდურ ადამიანებს, მალავენ მათ თუკი სადმე ახლოს თავიანთი კაციჭამია შვილები ან ქმრები გაჭაჭანდებიან. დევები მიუხედავად დიდი ძალისა, არ გამოირჩევიან დიდი გამჭრიახობით და ხშირად ჭკვიანი ადამიანები ახერხებენ მათ გაცურებას, ამგვარად მათ დამარცხებას და გმირებად იქცევიან.


დევი


დევი ოდესღაცსინათლის ღვთაება იყო, რაც ქართულ ფოლკლორშიც ჩანს. ზღაპრებში მზეჭაბუკს ებრძვიან შავი, თეთრი და წითელი დევები. სვანურ ვარიანტში კი ამირანმა (პრომეთემ) ვერ გაუძლო ბულუმუღუნ-დევის თვალისმომჭრელ შუქს და თვალებზე ხელი აიფარა. ხალხურ ლექსებში ნახსენებია ასეთი ქება - "თეთრი დევის ღონე გაქვსო", სწორედ თეთრი დევი იყო სინათლის ღვთაება. გარდა ამისა ამ კავშირს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი გალაქტიკის - რძის გზის ერთ-ერთი ქართული სინონიმი. ბევრმა არ იცის, რომ ამ გალაქტიკას ქართველები არა მხოლოდ ირმის ნახტომს, არამედ დევის ნამუხლარსაც უწოდებენ.


დევის და ხვთისშვილთა ბრძოლა




ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
672
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0