x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ქართული მითოლოგია - ლაზარე
ლაზარე


ლაზარე აღმოსავლეთ ქართველი წარმართების ამინდის ღვთაება გახლდათ. (არ აგერიოთ სახარებისეულ ლაზარეში). მისი კულტი მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა, მაგრამ დასავლეთ საქართველოშიც უმღეროდნენ მას გვალვიანობის პერიოდებში ამგვარად: "ლაზარე მოდგა კარსა, მიდგა, მოდგა თაროსა, დაემსგავსა მთვარესა" და სხვ. ლაზარეს საპატივსაცემოდ, მის სადიდებლად ძველი ქართველები მართავდნენ დღეობას სახელად "ლაზარობა". ამ დღესასწაულზე აღსრულებული რიტუალები და ლოცვები მიმართული იყო ლაზარესადმი სათოვნელად რომ გაეჩინა ცის ნამი, აეტალახებინა გვალვისგან განაწამები მიწები. ამ დროს ლაზარეს თიხის კერპს კარდაკარ დაატარებდნენ, რიტუალურად წყლით ასველებდნენ და ამბობდნენ:


"აჰ, ლაზარე, ლაზარე,

ცას ღრუბლები აშალე,


ჩვენ დაგიკლავთ ციკანსა,

შენ მოვიყვან წვიმასა."


ლაზარე


თუ ამ რუტუალების შემდეგ ლაზარე მართლაც შეისმენდა ლოცვებს და გვალვიან პერიოდს წვიმიანი პერიოდი შეცვლიდა, და ხალხი უკვე ზედმეტი წვიმიანობისგან გაბეზრდებოდა, უკვე ხალხი ამ ყველაფრის შეჩერებას ევედრებოდა მას: "გორახი გააჩინე, ტალახი გააშრე". სვანეთში ლაზარეს არ სცნობდნენ და არ ევედრებოდნენ. იქ სვანები თუ ეს საჭირო გახდებოდა და გვალვიანი სეზონი გაგრძელდებოდა, წვიმას სხვაგვარად იწვევდნენ. იდლიანის მთის ლუხუმის ან სხვა ამ რიტუალისთვის განკუთვნილ ტბაში კატის რიტუალური ჩახრჩობით იწვევდნენ ან ღრუბელთა ღმერთს შესთხოვდნენ: "ერე მერე, დეცე მერე..."




ქართული მითოლოგია:


1. ქართული წარმართული კოსმოგონია

2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

3. მორიგე ღმერთი

4. ქართველი ერი -მიჯაჭვული ამირანი

5. ამირანი

6. კოლხი მედეა - მედიცინის ფუძემდებელი

7. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9. სპარტოი - დრაკონის კბილის მეომრები კოლხეთში

10. ოჩოკოჩი - ოჩოპინტრე

11. დალი

12. ბარბალე - მზის ქალღმერთი

13. დობილნი

14. ადგილის დედა

15. დედა მიწა

16. აინინა და ნინა

17. ყამარი

18. ლამარია

19. წყარიშდიდა

20. ფუძის ანგელოზი

21. მითური ყურშა

22. არმაზი

23. გაცი და გაიმი

24. ზადენი

25. აფსათი

26. ამბრი

27. ბატონები

28. ბერი ბერა

29. აგუნა

30. ბადაგონი

31. ბოჩი

32. მამბერი

33. მინდორთ ბატონი და მინდორთ მბრძანებელი

34. თეთრი გიორგი

35. თევდორე

36. ხვთისშვილნი

37. იახსარი

38. კოპალა

39. კვირია

40. ნაწილიანი

41. პირქუში

42. ალი

43. დევი

44. გველეშაპი

45. ქაჯი

46. კუდიანი

47. როკაპი

48. მზაკვარი ანუ მაზაკვალი

49. მაცილი

50. ფასკუნჯი

51. რაში

52. გველისფერი

53. არამხუტუ ანუ ვერემხუტუ

54. ტყაშმაფა

55. ჰარალე

56. მზეთუნახავი

57. მესეფენი

58. ბედის მწერლები

59. ჟინი ანთარი

60. ბოსელი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
642
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
642
  
2019, 7 აპრილი, 23:35
ძალიან საინტერესო და საკმაოდ ბევრისმომცემი სტატიაა.მადლოობ.
2019, 7 აპრილი, 13:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2