საზოგადოება რონალდუმ და შეიკმა ჯვრისწერა თევზაობაში გაცვალეს 2012, 17 ივლისი, 14:53 როგორც ჩანს ეს ვარსკვლავური წყვილი (cristiano ronaldo- irina sheyk) ხალხს აშაყირებს. ისინი შეპირდნენ ხალხს, რომ 12 ივლისს დაქორწინდებოდნენ, მაგრამ ამის სანაცვლოდ ისინი სათევზაოდ წავიდნენ.
თუმცა ამ წყვილის სიყვარულის ისტორია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ: ცნობილი ფეხბურთელი და რუსი წარმომავლობის მოდელი ერთმანეთს 2010 წლის გაზაფხულის შემდეგ ხვდებიან. მათ ერთმანეთი მოდის სახლის (giorgio armani)-ს რეკლამის გადაღებებზე გაიცნეს. 27 წლის რიალის ფეხბურთელს ბევრი არ უფიქრია და მალევე ხელი სთხოვა მოდელს მაგრამ სიმართლე ჯერ ის არის, რომ სურათები რომელშიც ირინა შეიკი მდიდრულ საპატარძლო კაბაშია გადაღებული არსად ჩანს.
ამ სურათების ნაცვლად კრიშტიანუმ თავის (twitter) - ში თევზაობის ამსახველი სურათი გამოაქვეყნა "თევზოაბით ვტკბებით" ამ სურათშიც არ ჩანს რომ სუპერმოდელს მარჯვენა ხელზე საქორწილო ბეჭედი ეკეთოს.
როგორ გგონიათ დაქორწილდებიან ახლო მომავალში ეს წყვილი თუ რონალდუ მაინც ვერ გაბედავს საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმას? 279 8-ს მოსწონს
|