"სოროსელებო!სექტანტებო!ქართველთ მტრებო მაპატიეთ!თუ, ჩემი უნებლიე ლაივ ჩართვით ვერაფერი გაწყენინეთ!დღეს პატიების დღე იყო", -წერს კვიციანი.
მის ამ პოსტს უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს. კომენტარებში მას მეგობრები ამხნევებენ და სიყვარულს უმტკიცებენ.
7 მარტს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი, სავარაუდოდ, საძინებლიდან facebook live-ში აღმოჩნდა.
დეპუტატმა ტელეფონით live რეჟიმი ისე ჩართო, რომ 7 წუთის განმავლობაში ვერაფერს მიხვდა.
"ვახ, პირდაპირ ეთერში ვარ?! რას დავაჭირე ამისთანას" - ამბობს ემზარ კვიციანი მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ facebook live-ში იმყოფებოდა.
აღნიშნული ვიდეო უკვე აიტაცეს სოციალურ ქსელში და ინტერნეტ პორტალებზე.
ემზარ კვიციანს საძინებლიდან შემთხვევით facebook live ჩაერთო - (ვიდეო)