x
image
თორ ნიკე
რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?
რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?


დნმ-ის ჯაჭვი არის ძალიან, ძალიან გრძელი. ამიტომ, მოდით ამ შეკითხვაზე პასუხისთვის უპირველეს ყოვლისა გავიგოთ თავად დნმ-ის შემადგენელი უმცირესი ერთეულები რამდენი ატომისგან შედგება. ამ ერთეულებს ჰქვიათ ნუკლეოტიდები. დნმ-ის შემადგენელი ნუკლეოტიდი თავის მხრივ შედგენილია: 1. პენტოზას შაქრისგან, რომელსაც ეწოდება დეზოქსირიბოზა, 2. ფოსფატის ჯგუფისგან და ასევე 3. ოთხიდან რომელიმე აზოტოვანი ფუძისგან (ადენინისგან, თიმინისგან, გუანინისგან ან ციტოზინისგან)


თითოეული ნუკლეოტიდის შემადგენელი დეზოქსირიბოზას ყოველი მოლეკულა შედგება ნახშირბადის 5 ატომისგან, ასევე წყალბადის 10 ატომისგან და ჟანგბადის 4 ატომისგან. გამოვიდა, რომ ყოველი დეზოქსირიბოზა ჯამში 19 ატომისგან შედგება.


თითოეული ნუკლეოტიდის შემადგენელი ფოსფატის ჯგუფი 4 ატომისგან შედგება.



თითოეული ნუკლეოტიდის შემადგენლობაში არის 4 აზოტოვანი ფუძიდან ერთ-ერთი. აზოტოვანი ფუძეებია: ადენინი, თიმინი, გუანინი და ციტოზინი. ამ ოთხიდან ორ-ორი ქმნიან წყვილებს. აზოტოვანი ფუძეები ქმნიან წყვილებს - ადენინი-თიმინის წყვილს, ან გუანინი-ციტოზინის წყვილს. ადენინიანი ნუკლეოტიდი ყოველთვის წყვილდება თიმინის შემცველ ნუკლეოტიდთან, ხოლო გუანინის შემცველი ნუკლეოტიდი - ციტოზინის შემცველ ნუკლეოტიდთან და არავითარ შემთხვევაში სხვანაირად. ასეთი წყვილები თითოეულ ადამიანურ დნმ-ში არის 3 მილიარდი.


ადენინი შედგება 8 ატომისგან,

გუანინი 16 ატომისგან,

თიმინი 6 ატომისგან,

ციტოზინი კი - 7 ატომისგან.


ეს ნიშნავს, რომ არსებობს ნუკლეოტიდთა 4 სახე და ყოველი მათგანი სხვადასხვა რაოდენობის ატომს შეიცავს:

ადენინიანი ნუკლეოტიდი შეიცავს: 19 + 4 + 8 = 31 ატომს.

გუანინიანი ნუკლეოტიდი შეიცავს: 19 + 4 + 16 = 39 ატომს.

თიმინიანი ნუკლეოტიდი შეიცავს: 19 + 4 + 6 = 29 ატომს.

ციტოზინიანი ნუკლეოტიდი კი შეიცავს: 19 + 4 + 7 = 30 ატომს.


აქ უკვე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ის, რომ ყოველი დნმ-მოლეკულა შედგება აზოტოვანი ფუძის 3 მილიარდი წყვილისგან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანში ყოველი დნმ მოლეკულა შედგება 6 მილიარდი აზოტოვანი წყვილისგან დაშესაბამისად 6 მილიარდი ცალკეული ნუკლეოტიდისგან, მაგრამ ასე ატომების გამოთვლა არ იქნება მოსახერხებელი. საჭიროა გამოვთვალოთ თუ საშუალოდ რამდენ ატომს შეიცავს ნუკლეოტიდთა ყოველი წყვილი ამ 3 მილიარდი წყვილიდან.

ადენინი-თიმინის წყვილი სულ შეიცავს: 31 + 29 = 60 ატომს.

გუანინი-ციტოზინის წყვილი სულ შეიცავს: 39 + 30 = 69 ატომს.


საშულო არითმეტიკულით, ნუკლეოტიდთა თითოეული წყვილი შეიცავს: (60+69):2 = 64.5 ატომს. ვთქვათ 64 ატომი.


64X3 = 192. აქედან გავიგეთ, რომ ადამიანში საშუალოდ

ყოველი დნმ-მოლეკულა შეიცავს 192 მილიარდ ატომს.


(ასევე იხილეთ: უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?) აქვე გეტყვით პასუხს - ერთმნიშვნელოვნად და უეჭველად - არა.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
192
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
192
  
2020, 4 დეკემბერი, 23:44
How many atoms are there in each molecule of human DNA?

The DNA strand is very, very long. Therefore, to answer this question, let us first understand how many atoms are made up of the smallest units that make up DNA itself. These units are called nucleotides . The nucleotide of DNA is made up of: 1. Pentose sugar, called deoxyribose , 2. Phosphate group , and 3. Any four nitrogenous bases (adenine, thymine, guanine, or cytosine).
Each molecule of deoxyribose, a component of each nucleotide, consists of 5 atoms of carbon, as well as 10 atoms of hydrogen and 4 atoms of oxygen. It turned out that each deoxyribose consists of a total of 19 atoms .

The phosphate group that makes up each nucleotide consists of 4 atoms.
Each nucleotide contains one of 4 nitrogenous bases. Nitrogenous bases are: adenine, thymine, guanine and cytosine. Two of these four form pairs. Nitrogenous bases form pairs - adenine-thymine pair, or guanine-cytosine pair. The adenine nucleotide is always paired with the thymine-containing nucleotide, while the guanine-containing nucleotide is paired with the cytosine-containing nucleotide, and in no case otherwise. There are 3 billion such pairs in each human DNA.

Adenine consists of 8 atoms,
Guanine from 16 atoms,
Thymine from 6 atoms,
Cytosine - from 7 atoms.
2020, 4 დეკემბერი, 23:44
This means that there are 4 types of nucleotides and each of them contains a different number of atoms:

The adenine nucleotide contains: 19 + 4 + 8 = 31 atoms .
The guanine nucleotide contains: 19 + 4 + 16 = 39 atoms .
Thymine nucleotide contains: 19 + 4 + 6 = 29 atoms .
The cytosine nucleotide contains: 19 + 4 + 7 = 30 atoms .

It should be noted here once again that each DNA molecule consists of 3 billion pairs of nitrogenous bases . This means that each DNA molecule in a human is made up of 6 billion nitrogen pairs, equivalent to 6 billion individual nucleotides, but it would not be convenient to calculate atoms that way. We need to calculate on average how many atoms each pair of nucleotides contains from these 3 billion pairs .
The total adenine-thymine pair contains: 31 + 29 = 60 atoms .
The guanine-cytosine pair contains: 39 + 30 = 69 atoms .
By arithmetic mean , each pair of nucleotides contains : (60 + 69): 2 = 64.5 atoms. Suppose 64 atoms .
64X3 = 192. From this we learn that the average person

Each DNA molecule contains 192 billion atoms.
2020, 4 დეკემბერი, 23:36
Each of our cells have 3 billion genetic building blocks, or base pairs in the 23 pairs of chromosomes within each nucleus, that is in the center of each of our cells. that make us who we are. And of those 3 billion base pairs, only a tiny amount are unique to us, making us about 99.9% genetically similar to the next human. Riccardo Sabatini demonstrated that a printed version of your entire genetic code would occupy some 262,000 pages, or 175 large books. Of those pages, just about 500 would be unique to us.
ჩვენს თითოეულ უჯრედში არის ბირთვი, ამ ბირთვში კი არის 23 წყვილი ქრომოსომა, თითოეული ქრომოსომა კი შედგება 3 მილიარდი გენეტიკური სტრუქტურული ელემენტის, იგივე ფუძისეული წყვილისგან. აქედან მხოლოდ მცირე ნაწილია მხოლოდ პიროვნულად ჩვენთვის დამახასიათებელი და სხვისთვის არავისთვის. 99,9% გენეტიკური მასალისა არის ზუსტად იდენტური იმის, რაც ჩვენს წინ მდგარ სხვა ნებისმიერ ადამიანს აქვს. მკვლევარმა რიკარდო საბატინიმ გამოთვალა, რომ დაბეჭდილი ვერსია ჩვენი მთელი გენომისა გაავსებდა 262,000 გვერდს ანუ დაწერდა 175 სქელტანიან წიგნს. ამ წიგნებიდან მხოლოდ 500 გვერდი იქნებოდა კონკრეტულად ჩვენი პიროვნებისთვის დამახასიათებელი და სხვისთვის არავისთვის.
0 1 3