x
image
ლანა92
როგორი უნდა იყოს კვებითი მომსახურება უცხოელი ვიზიტორებისათვის


image

ტურისტული მომსახურების წარმატებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული ტურისტული კვების თავისებურებანი. სუფრის სერვირებას, მენიუს შედგენას, სუფრის მომსახურების ეტიკეტს და კვებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს სწორედ სტუმრისათვის კერძების მიწოდების თანმიმდევრობა.

კერძთა თანმიმდევრობა.

image

უცხოელთა კვების კულტურა აბსოლუტურად განსხვავებულია ქართველების გემოვნებისაგან, მაგალითად, თუ ქართველი ჯერ მიირთმევს ჩაშუშულს და მერე სალათს, უცხოელი ჯერ მიირთმევს სალათს და შემდგომ ცივ საუზმეს.

გარნირი.

ასევე, დიდი შეცდომაა, როცა უცხოელ ტურისტთან კერძი მიგვაქვს უგარნიროდ. უგარნირო ხორცის წვენის მიტანა უცხოელი ტურისტისათვის იგივეა, რაც ქართველს უცხოელმა მასპინძელმა თავის ქვეყანაში ღომი მიართვას, მაგრამ მასთან მისატანებელი, შესაბამისი შეჭამადი არ შესთავაზოს (ყველი, ნადუღი ან სხვა რამ, რაც ღომთან აუცილებელია).ასეთ შემთხვევაში ქართველი სტუმარი მიირთმევს ღომის უმნიშვნელო ნაწილს თავაზიანობისათვის.

უცხოელთათვის განკუთვნილი გარნირი 2 სახის უნდა იყოს:

1.ძირითადი გარნირი, მაგალითად შემწვარი კარტოფილი და 2.ბოსტნეულის გარნირი (კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო), კერძის შესაბამისად. მაგალითად, თევზთან მიზანშეწონილია ბრინჯის ან შემწვარი ბოსტნეულის (პრასის, სტაფილოს, ბულგარული წიწაკის) გარნირი.

ცივი და ცხელი საუზმეული, პირველი თავი კერძები, ძირითადი კერძი, დესერტი

1.ცივი საუზმეული მოიცავს სხვადასხვა სახის სალათს, რომელიც მომზადებულია ზეითუნის ზეთით ან მაიონეზით (ბადრიჯანი, კომბოსტო, სტაფილო ნიგვზით).

2.ცხელ საუზმეულში შედის ხაჭაპური, ღვეზელი, ხინკალი და სხვა მსგავსი კერძები.

3.უცხოელთათვის საინტერესო შეიძლება, იყოს პირველი თავი კერძები: ჩიხირთმა, ბოზბაში, ხარჩო, ჩაქაფული, ბულიონი - "კონსომე", მჟაუნას წვნიანი, მაწვნის შეჭამადი, ბოსტნეულის წვნიანი.

პირველი თავი კერძი უნდა მომზადდეს ბულიონისაგან და არა წყლისგან, თუმცა უცხოელ სტუმარს შეიძლება, შევთავაზოთ ბულიონის გარეშე დამზადებული სხვა სახის წვნიანებიც (მაწვნის, მჟაუნას..).

4. ძირითადი კერძია მოხარშული ან შემწვარი ხორცი, რომელიც შეიძლება, იყოს ღორის, ცხვრის, ძროხის, უფხო თევზი ორი სახის გარნირით.

5.უცხოელ სტუმარს დესერტად შეიძლება, მივართვათ ნაყინი, ნამცხვარი, სხვა სახის ტკბილეული ან ხილი.

ჩაი და ყავა.

დესერტის შემდგომ უცხოელ სტუმრებს უნდა მივართვათ ყავა ან ჩაი. უცხოელ ვიზიტორთა უმრავლესობა ყავის სახეობებს შორის უპირატესობას ანიჭებს ნალექიან ყავას რძით; ინგლისელები ამჯობინებენ ჩაის რძესთან ერთად, თუმცა რძე ჩაიში კი არ უნდა ჩაასხათ, არამედ რძეში უნდა ჩაასხათ ჩაი.

კვების თავისებურება უცხოელი ვიზიტორების ეროვნული კუთვნილების მიხედვით.

image

ვებითი მომსახურების გაწევისას გასათვალისწინებელია ტურისტთა ეროვნული წარმომავლობა, მათი კვებითი გემოვნება და ტრადიციები. მაგ: ზღვებთან და ოკეანეებთან ახლოს მდებარე ქვეყნებში მცხოვრებთ უყვართ ზღვის პროდუქტები, აზიური და სამრეთამერიკული ქვეყნები იყენებენ ცხარე საწებლებს, ბევრ სანელებელს, ჩრდილოეთის ქვეყნებში კი დიდად არ უყვართ ცხარე კერძები. სტუმართა ნაწილი ვეგეტარიანელია, რომელიც მიირთმევს უხორცო კერძებს, ხილს, ბოსტნეულს, კვერცხს, რძის პროდუქტებს, რძეს.ზოგს აქვს რელიგიური შეზღუდვები (ებრაელებისა და მუსულმანებისათვის დაუშვებელია ღორის ხორცის ჭამა, სამხრეთ ინდოელები არ ეტანებიან სისხლისფერ კერძებს:პომიდორს, ჭარხალს, წითელ ბულგარულ წიწაკას, ასევე, ხახვსა და ნიორს).

იტალიელები.

image

უყვართ: მაკარონი (მოხარშულ მაკარონთან ცალკე კარაქი, ყველი, სოუსები), თევზი, სოკო, პომიდორი, პომიდვრისა და სხვა სახის სოუსები, ბრინჯი, ლობიო, ისპანახი, ლორი, ცხვრის ხორცი, მოთუშული ბოსტნეული.

მერიკელები (აშშ), ინგლისელები და კანადელები.

უყვართ: საუზმეული ერბოკვერცხი ბეკონით, ომლეტი შებოლილი ძეხვით, მწვანე ბარდითა და პომიდვრით, კანაპე, სენდვიჩები, თევზეული, თაფლი, ხილის ჯემი, ბლინები, ალადები ხილის ჯემით ან სიროპით. არ უყვართ: წითელი ხიზილალა, ბურღულეულთა გარნირები, შებოლილი თევზი.

სამხრეთ ამერიკელები.

image

კავკასიური წესის მსგავსად ამზადებენ ხორციან კერძებს.უყვართ ხორცი ნაკვერჩხალზე, პომიდვრის სოუსში ჩაშუშული ხორცი, კუპატის მსგავსი კერძები, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, ლობიო, ისპანახი, ჭარხალი, შემწვარი კარტოფილი და ზეთით შეზავებული გარნირები.

ჩინელები.

უყვართ: სანელებლებითა და სოუსებით შეზავებული ქათმის, ბატის, ღორის ხორცი, კვეცხისა და თევზის კერძები, სოიას სოუსები, ბოსტნეული, მწვანე ჩაი (ჩაის მიირთმეენ დღეში რამდენჯერმე). არ უყვართ:მინერალური წყლები, დაფნის ფოთოლი კერძში, რძის პროდუქტები: მაწონი, ხაჭო, ყველი, არაჟანი (ყველს "გაფუჭებულ რძეს" უწოდებენ).

იაპონელები.

უყვართ: ზღვის პროდუქტები, თევზეული, კვერცხის კერძები, ხორციანი კერძები, ბრინჯი, თეთრი პური, პირველი კერძი წვნიანი დღეში რამდენჯერმე. არ უყვართ: მარილიანი კერძები, მინერალური წყალი და მწნილეული.

კორეელები.


image

ჩინელებისა და იაპონელების კვების გემოვნებას ძალიან ჰგავს კორეელებისა. კორეელებს უყვართ:ზეთით, ხახვითა და ცხარე წიწაკით შეზავებული ბოსტნეული, ნიორი, ნიგოზი, მწნილეული, სანელებლებით შეზავებული ქათმის ბულიონი. არ უყვართ: შებოლილი ძეხვეული, კარტოფილი, თევზი, რძის პროდუქტები, მინერალური წყლები, კაკაო, ყავა, შავი პური.

გერმანელები.

image

უყვართ: ბოსტნეული, ხორციანი კერძები, მოხარშული კარტოფილი და კომბოსტო, ბუტერბროდები, ლუდი, სოსისები და ძეხვები. არ უყვართ: გატარებული ხორცი, ცხარე და ნივრიანი კერძები, ჭვავის პური, ცხვრის ხორცი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპულ სამზარეულოში ქინძი დიდად არ გამოიყენება, რადგან მიჩნეულია, რომ მისი სისტემატური მიღება საზიანოა ღვიძლისათვის.

ნიგოზი ქართული სამზარეულოს, ქართული კერძების დიდი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, თუმცა მოხარშვის შემდგომ იგი კარგავს სასარგებლო თვისებებს და მძიმე მოსანელებელიც ხდება. ამიტომაც არაა სასურველი, ნიგვზიანი კერძები უცხოელ ვიზიტორს ხშირად შევთავაზოთ.

0
172
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0