x
image
Livingstone
გარდაიცვალა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი
imageსამწუხარო ცნობა მოვიდა როკ-მუსიკის მოყვარულთათვის. ლეგენდარული ჯგუფის Deep Purple-ის ასევე ლეგენდარულ შემადგენლობას გამოაკლდა ვირტუოზი შემსრულებელი, კლავიშიანი ინსტრუმენტების ჯადოქარი - ჯონ ლორდი.

მუსიკოსი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების უშუალო მიზეზია ფილტვის ემბოლია - ფილტვის სისხლით მომმარაგებელი სისხლძარღვების დახშობა. თუმცა ეს მხოლოდ შედეგი იყო იმ დაავადებისა, რაც ჯონ ლორდს ბოლო წლების განმავლობაში სტანჯავდა - 2011 წელს მას შორსწასული კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო დაუდგინეს.

ჯონ ლორდმა პიანინოზე დაკვრა ხუთი წლის ასაკში დაიწყო. თავიდან ის კლასიკურ რეპერტურზე მუშაობდა, თინეიჯერობის ასაკში კი ჯაზმაც გაიტაცა.

image1968 წელს იგი გახდა ჯგუფის Deep Purple ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯგუფისა, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა მძიმე როკი და დიდი წვლილი შეიტანა ე.წ. პროგრესული როკის, ისევე როგორც მძიმე მეტალის განვითარებაში.

ჯონ ლორდი იყო ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციების, მათ შორის მძიმე როკის ჰომნად აღიარებული Smoke on the Water თანაავტორი.


1976 წელს დაიშალა, თუმცა 1984 წელს ძველი გვარდია ისევ შეიკრიბა და 2002 წლამდე კლავიშებზე დამკვრელიც მათთან იყო.

მე მახსოვს როგორ ველოდით სკოლის პერიოდში ნებისმიერ სიახლეს Deep Purple-ისაგან, როგორ ჩამოჰქონდათ არალეგალურად ახალი ჩანაწერები, რა აღფრთოვანებას იწვევდა ცოცხალი შესრულების მოსმენა ამ მართლაც საოცარი ჯგუფისა და მათ შორის "ჯონ ლორდის იონიკა", რომელიც ძალიან ლაღად, თავისუფლად გადადიოდა კონცერტებზე როკ-რეპერტუარიდან კლასიკაზე. კონცერტისას Made In Japan შესრულებული ბეთჰოვენის Fur Elise კი მის არც ერთ თაყვანისმცემელს დაავიწყდება ალბათ.

მადლობა იმ ლამაზი მუსიკისა და შესანიშნავი შესრულებისათვის, რაც ასე მრავლად აჩუქე შენს მსმენელებს.

Rest In Peace, Jon.....


image

2
219
7-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
219
  
2012, 18 ივლისი, 2:13
რა სინდისით დავალაიქო ეხლა მითხარით :)
2012, 17 ივლისი, 22:25
ძალიან კარგი სტატია იყო, მადლობა...
0 1 2