x
image
Livingstone
გრავიტაციაზე დამყარებული წონასწორობა
ეს კომპოზიციები ჩვეულებრივი ქვებისაგანაა შექმნილი. ბუნების წიაღში ლანდშაფტური დიზაინერის, მაიქლ გრების (Michael Grab) მიერ აწყობილი ფიგურები საოცარ ჰარმონიას ასხივებენ. მნახველს თავისთავად უჩნდება კითხვა - რა აკავებს ამ ქვებს ერთად? პასუხი ფრიად მარტივია: გრავიტაცია, მხოლოდ გრავიტაცია და არაფერი გრავიტაციის გარდა.


Michael Grab

თუმცა მხოლოდ გრავიტაციის დამსახურებაც არაა. ავტორის მოთმინება და წონასწორობის შესანიშნავი გრძნობაც არ უნდა უგულებელვყოთ. როგორც თავად მაიქლი ამბობს, ქვების ბალანსირების ხელოვნება მსოფლიოს მრავალ კულტურაში იყო განვითარებული და არ ღირს ამის დავიწყება.


Michael Grab
Michael Grab

ავტორისავე თქმით, რამოდენიმე წლის განმავლობაში ქვებით ბალანსირება მისთვის უბრალო გატაცებიდან სამკურნალო რიტუალად იქცა, რომელიც სულიერი სიმშვიდის შენრჩუნებაში ეხმარება. შემოქმედებითი სიხარულის გარდა ქვებისათვის წონასწორობის პოვნა მედიტაციაში შესვლის საშუალება, მადლიერების ლოცვა და გარემოსადმი მოწიწების გამოხატვაცაა.


Michael Grab
Michael Grab

ძველი ქვები, გრავიტაციის ზემოქმედებით რომ ინარჩუნებენ წონასწორობას, თითქოს ფორმისა და ენერგიის, დაბადებისა და სიკვდილის, სრულყოფილებისა და არასრულყოფილების პოეტურ ცეკვას ასრულებენ.



Michael Grab
Michael Grab

Michael Grabმაიქლის აზრით, ასეთი კომპოზიციების გაკეთება პრაქტიკულად ყველა ადამიანს შეუძლია. მეც მინდა მჯეროდეს, რომ შემიძლია, თუმცა აი ამ შედევრს რომ ვუყურებ, მწარე სიმართლის აღიარება მიწევს - მაქსიმუმ ქვედა ორი ქვის დადება მოვახერხო..

საკუთარი ხედვა ავტორს გადმოცემული აქვს პროექტით - Gravity Glue. მსურველებს შეუძლიათ სრულად გაეცნონ ნამუშევრებს შემდეგ ბმულზე:

http://www.gravityglue.com




ეს კი ვიდეოა შემოქმედებითი პროცესის ასახვით.




6
747
20-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
747
  
2013, 29 სექტემბერი, 14:15
სულიერ სიმშვიდეს კი არა, ფსიქოზს დამმართებდა ამდენი წვალება.
2013, 28 მარტი, 19:26
მაგარიაა
2013, 1 მარტი, 15:45
ძაან მაგარია
2013, 16 თებერვალი, 0:44
რა ნიჭიერია
2013, 15 თებერვალი, 14:42
რა მაგარია :))
0 1 6