შოუბიზნესი სნუპ დოგი ლომად იქცა და სულებთან კავშირი დაამყარა 2012, 1 აგვისტო, 13:58 ამერიკელმა რეპერმა და მსახიობმა სნუპ დოგმა (Snoop Dogg, ნამდვილი სახელი Calvin Cordozar Broadus) სახელის შეცვლა გადაწყვიტა. ამიერიდან ის უკვე ლომია (Snoop Lion) და რეგის სტილში აპირებს მუშაობა, რადგანაც ჰიპ-ჰოპისაგან დაღლილია.
ახლადმოვლენილმა ლომმა ორშაბათს, ნიუ-იორკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე დამსწრეთ უამბო, რომ თებერვალში იამაიკა მოინახულა, სადაც "მეორედ დაიბადა". აქვე ირკვევა, რომ იამაიკაზე ყოფნით ბოლომდე უსარგებლია - თურმე კავშირი დაამყარა რეგის სტილის ყველაზე ცნობილი შემსრულებლის, ბობ მარლის სულთან და ახლა უკვე მის ინკარნაციას წარმოადგენს დედამიწაზე. "შეგრძნება მაქვს, რომ ყოველთვის რასტაფარიანელი ვიყავი" - თვალახელილი ლომი (თუ ჯერ მხოლოდ ბოკვერი?) არ მალავს ფართო პუბლიკისაგან თავის შეგრძნებებს. აქვე გაკეთდა განცხადება, რომ მუსიკოსი წყვეტს სიმღერების წერას ძალადობაზე და ვითარცა ჭეშმარიტი რასტაფარიანელი, აპირებს თავისი შემოქმედება რეგის "მშვიდობიანი ვიბრაციებით" გააჯეროს. სხვა დანარჩენის რა გითხრათ, და მშვიდობიან სტილისტიკაზე გადასვლა ნამდვილად პოზიტივია. პრეს-კონფერენციას ასევე დაესწრო ბობ მარლის შვილი, რომელმაც დალოცა (!!!) რასტაფარიანელობას შემატებული ახალი სული. წარმატებები ლომო, წარმატებები!! ბობ მარლის მადლი გფარავდეს :)). 104 4-ს მოსწონს |
ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) წყარო
http://www.vancouversun.com/entertainment/Snoop+Dogg+reggae+Snoop+Lion/7023217/story.html