x
image
დავითი ჩუთლაშვილი
შემზარავი არქეოლოგიური აღმოჩენა: მსხვერპლად შეწირული 137 ბავშვი და მათთვის ამოცლილი გულები
ბავშვები


პერუში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი სამარხი, სადაც 5-დან 14 წლამდე ასაკის 137 ბავშვის ძვლები ასვენია.


ბავშვების ძვლების გარდა ნაპოვნია ასევე მოკლული 3 მოზრდილი ადამიანი და 200 ლამა.


ეს ბავშვების ყველაზე დიდი სამარეა, რაც არქეოლოგებს ადამიანთა მოდგმის ისტორიაში ოდესმე აღმოუჩენიათ.



ბავშვები დაახლოებით 1450 წელს დახოცეს ღმერთებისთვის მსხვერპლად შეწირვის მიზნით, რათა წყალდიდობას გაევლო და იმ წელიწადს კარგი მოსავალი ყოფილიყო.


აღსანიშნავია, რომ ყველა მსხვერპლს გული აქვს ამოცლილი.


საფლავიდან არცთუ ისე შორს ნაპოვნია რიტუალური დანა, რითაც მსხვერპლშეწირვა განხორციელდა.


ბავშვებს გულში დანის სწრაფი ჩარტყმით ხოცავდნენ, რის შემდეგაც აღნიშნულ ორგანოს აცლიდნენ, ცეცხლზე წვავდნენ და მიირთმევდნენ. ითვლებოდა, რომ ბავშვის გული ღმერთებთან აახლოებდა მის შემჭმელს.


საინტერესოა, რომ 3 მოზრდილი ადამიანი სხვაგვარად არის მოკლული: მათთვის არავის ჩაურტყამს დანა გულში. ეტყობა, ისინი უეცარი თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. აშკარაა, რომ სწორედ მათ დახოცეს ბავშვები, ხოლო ამის შემდეგ ცერემონიის ორგანიზატორები მათაც მოულოდნელად ფიზიკურად გაუსწორდნენ.


უდავოა, რომ სპეციალურად შეარჩიეს განსაკუთრებული სილამაზის მქონე გოგონები და ბიჭები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მიიყვანეს სამსხვერპლოზე რიტუალური მკვლელობის განსახორციელებლად.



0
438
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0