x
image
white knight
რა ტერიტორიებს ფლობდა სინამდვილეში საქართველო 1918-21 წლებში და როგორ დავკარგეთ უძველესი ქართული მიწები
image
1917 წლის 23 თებერვალს რუსეთში რევოლუცია მოხდა, რის შედეგადაც ძალაუფლება მენშევიკებმა იგდეს ხელთ და მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს. საქართველოში, ამ პერიოდში, ყალიბდება ეროვნული საბჭოები. 1917 წლის ივნისში დამფუძნებელმა კრებამ ყრილობაზე მხარი დაუჭირა საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში დარჩენას ფართო ავტონომიის უფლებით. ოქტომბერში ბოლშევიკებმა დაამხეს მენშევიკების ხელისუფლება და დაიწყო სამოქალაქო ომი. ამის შემდეგ ქართველმა მენშევიკებმა დამოუკიდებლობაზე დაიწყეს ფიქრი.


1917 წლის 15 ნოემბერს ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი. 1918 წლის 15 თებერვალს გაიმართა პირველი სხდომა, სადაც სოციალ-დემოკრატებმა ისევ საეჭვოდ მიიჩნიეს დამოუკიდებლობის გამოცხადება. 1918 წლის 3 მარტს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის მიხედვითაც თურქებმა რუსებს დაათმობინეს ბათუმის და ყარსის ოლქები, მაგრამ ისინი ამას არ დასჯერდნენ, გააგრძელეს შეტევა და დაიკავეს ოზურგეთი, ახალციხე-ახალქალაქი და ერევნის გუბერნიის 2/3 მოითხოვეს. ამიერკავკასიის ფედერაციაში დაპირისპირებამ იჩინა თავი. აზერბაიჯანელები თანახმა იყვნენ, გადაეცათ თურქეთისთვის საქართველოს და სომხეთის მიწები, სომხებს ინგლისელების დახმარების იმედი ჰქონდათ, ქართველები კი, გერმანიას უჭერდნენ მხარს. ასეთ მძიმე ვითარებაში ვითარებაში სეიმი იძულებული გახდა, ეცნო ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები. ქართველები შეეცადნენ, მოეთოკათ თურქეთის მადა, მაგრამ რადგან ძალის გამოყენებით ეს შეუძლებელი იყო, დახმარებისთვის გერმანიას მიმართეს. გერმანიის წარმომადგენელმა, ოტო ფონ ლოსოვმა, აკაკი ჩხენკელს განუცხადა, გერმანია იმ შემთხვევაში დაეხმარება ქართველებს, თუ ისინი დამოუკიდებლობას გამოაცხადებენო. ფაქტობრივად, საქართველოს დამოუკიდებლობა ძალით გამოაცხადებინეს, რადგან ქართველი სოციალ-დემოკრატები ამიერკავკასიას რუსეთის ნაწილად თვლიდნენ და ფიქრობდნენ, რომ შექმნილი მდგომარეობა დროებითი იყო და ამიერკავკასია აუცილებლად დაუბრუნდებოდა რუსეთს.


1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა. მისი დაშლისთანავე ამიერკავკასიის ფედერაციის ადგილზე წარმოქმნილ სახელმწიფოებს შორის ეთნოკონფლიქტები დაიწყო.



აფხაზეთი


აფხაზეთში პრობლემა ჯერ კიდევ ამიერკავკასიის დაშლამდე შეიქმნა. 1918 წლის მარტში ადგილობრივმა ბოლშევიკებმა საბჭოთა ხელისუფლეისა დამყარება და რუსეთთან შეერთება დაისახეს მიზნად. ამიერკავკასიის სეიმმა თავდაპირველად მოლაპარაკების გზით არჩია კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ როდესაც მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, სეიმმა აფხაზეთში ჯარები გაგზავნა მაზნიაშვილის სარდლობით. 19 ივნისს ქართველები სოხუმში შევიდნენ, 16 ივლისს სოჭში, 26 ივლისს კი ტუაფსე დაიკავეს. 1919 წელს საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი მიანიჭა.



ცხინვალის რეგიონი

1918 წლის გაზაფხულზე ცხინვალში ბოლშევიკებმა ოსი სეპარატისტები გაააქტიურეს. ქართველებმა ვალიკო ჯუღელის მეთაურობით სეპარატისტები დაამარცხეს და ცხინვალი აიღეს.



სამხრეთ საქართველო

1919 წლის იანვარში მუსლიმებმა შექმნეს "ყარსის რესპუბლიკა", რომელსაც ინგლისი და თურქეთი უჭერდა მხარს. ყარსის რესპუბლიკა პრეტენზიას აცხადებდა ბათუმის, ახალციხის, ახალქალაქის მაზრებზე. მუსლიმებმა დროებით დაიკავეს ახალციხე, მაგრამ ქართველებმა დაამარცხეს სერვერ ბეგის ჯარი და სამცხე-ჯავახეთი დაიბრუნეს.



აჭარა

1918 წელს, პირველ მსოფლიო ომში დამარცხების გამო, თურქეთმა დატოვა ამიერკავკასია. იმავე წელს, ომში გამარჯვებულმა ინგლისმა მოახდინა აჭარის ოკუპაცია. 1919 წლის 31 აგვისტოს გაიმართა ქართველ მუსლიმთა ყრილობა, რომელმაც დაადგინა აჭარის საქართველოსთან შეერთება. 1920 წელს ქართველებმა აჭარაში ჯარები შეიყვანეს, რასაც ინგლისური მხარის პროტესტი მოჰყვა. საქართველოს მთავრობამ ხერხი იხმარა და აჭარის დაკავება ბოლშევიკური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გაამართლა. იმ დროისთვის სამოქალაქო ომში ბოლშევიკებმა მართლაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და საფრთხე რეალური იყო. ამიტომ, ინგლისის მთავრობა შეეგუა საქართველოს მიერ აჭარის დაკავებას. 1921 წელს მიღებული კონსტიტუციით აჭარას ავტონომიის სტატუსი მიენიჭა.



ჰერეთი

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ჰერეთი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიად ითვლებოდა. 1920 წელს საქართველოში საბჭოთა აზერბაიჯანის არმია შემოიჭრა. ქართველებმა მოიგერიეს აზერბაიჯანელების შეტევა, მაგრამ ჰერეთი მოწინააღმდეგის ხელში დარჩა. ამავე წელს, საბჭოთა რუსეთმა აღიარა ჰერეთი საქართველოს ნაწილად, მაგრამ ამას აზერბაიჯანული მხარის პროტესტი მოჰყვა და რუსები, ქართველები და აზერბაიჯანელები შეთანხმდნენ, ჰერეთის საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟს გადაეწყვიტა. მოგვიანებით, ჰერეთი აზერბაიჯანს მიაკუთვნეს. ჰერეთი საქართველომ თავდაპირველად 1603 წელს დაკარგა, როდესაც შაჰ-აბასმა კახეთის მეფეს, ალექსანდრე მეორეს, აღნიშნული ტერიტორია ჩამოართვა და მის ნაცვლად ირანში სოფლები გადასცა და ჯამაგირი დაუნიშნა. ამ დროიდან მოყოლებული ჰერეთში ჩამოსახლებას იწყებენ დაღესტნელები. ბოლო 300 წლის მანძილზე ჰერეთი მოწყვეტილი იყო საქართველოს. ამიტომ რუსულმა მხარემ ჩათვალა, რომ რადგან ჰერეთს უკანასკნელი 300 წლის მანძილზე აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყო, იგი აზერბაიჯანს ეკუთვნოდა. 1801 წელს, რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის შეერთების დროს, ჰერეთი არ შედიოდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში და მის ადგილზე მუსლიმური სახელმწიფო, კაკ-ელისენი მდებარეობდა.



სოჭი

1918 წლის დეკემბერში ევგენი გეგეჭკორმა ბრიტანეთის სამხედრო მისიას აცნობა, დენიკინი ჯარებს აგროვებს ტუაფსეში და საქართველოს წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად ემზადებაო და იმედია, ინგლისის მთავრობა ომს თავიდან აგვაცილებსო. საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამდა, დაეთმო სოჭი, იმ პირობით, თუ იქ დენიკინი არ შევიდოდა. ინგლისმა ვალდებულება აიღო, მაგრამ ვერ, ან არ შეასრულა. (ინგლისი და ზოგადად ერთა ლიგა დენიკინს უჭერდა მხარს). როგორც კი სოჭი ქართულმა ჯარმა დატოვა, იქ მაშინვე დენიკინის ჯარი შევიდა.



ლორე

1918 წლის 30 ოქტომბერს თურქეთმა ხელი მოაწერა მუდროსის ზავს და ამიერკავკასია დატოვა. როგორც კი ლორედან თურქული ჯარი გავიდა, იქ მაშინვე სომხეთის ჯარი ჩადგა. სომხები ამას არ დასჯერდნენ და საქართველოსგან სამცხე-ჯავახეთის, აჭარის და ქვემო ქართლის თბილისამდე დათმობას ითხოვდნენ, უარის თქმის შემთხვევაში კი საქართველოს გორამდე დაკავებით იმუქრებოდნენ. ქართულმა მხარემ სცადა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაეცვა. 12 დეკემბერს სომხები შეტევაზე გადავიდნენ, უიარაღო მესაზღვრეები დახოცეს და ლორეში და ახალციხეში შეიჭრნენ. საპასუხოდ საქართველომ მობილიზაცია გამოაცხადა. 20 დეკემბერს ქართულმა ჯარებმა სომხები დაამარცხეს და კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ქართველებმა ლორე დაიკავეს, რასაც სომხეთის მოკავშირის, ინგლისის პროტესტი მოჰყვა. მაზნიაშვილი თავდაპირველად ერევნის აღებას აპირებდა და ჩქარობდა, რათა ინგლისის საპროტესტო ნოტას მიღებამდე, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები დაეკავებინა. ინგლისის ჩართვის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ სომხეთი ომში დაამარცხა, პოლიტიკური შედეგით გამარჯვებული სომხეთი აღმოჩნდა, დამარცხებული კი საქართველო. ამის შესახებ გენერალი გიორგი კვინიტაძე წერდა: "რა შედეგს მივაღწიეთ სომხეთთან მოგებული ომით? გამარჯვების შემდეგ დავთმეთ ის, რაც ომამდე ჩვენი იყო და სადავო გავხადეთ ის, რაც ჩვენს განუყოფელ ტერიტორიად მიგვაჩნდა. ჩვენი მეომრების მიერ დაღვრილი სისხლი ღირდა იმად, რომ სათანადოდ დაფასებულიყო, ჩვენს დიპლომატებს კი ერის ინტერესების შესაბამისად ემოქმედათ." ინგლისის ჩარევით, ლორე საქართველოს ჩამოართვეს და ნეიტრალურ ზონად აქციეს, რომელსაც რიგ-რიგობით მართავდნენ ქართველები და სომხები 1921 წლამდე. საბჭოთა რუსეთის შემოსვლის შემდეგ კი ლორე ორ ნაწილად გაჰყვეს, ჩრდილოეთი, რომლის ცენტრსაც შულავერი წარმოადგენდა, საქართველელოს გადასცეს, სამხრეთი კი სომხეთს.

image



ართვინი და არდაგანი

1921 წლის 11 თებერვალს ლორეს სომხური მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყებულებს დახმარება საბჭოთა რუსეთმა აღმოუჩინა და დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. რუსებთან ერთად ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ სომხები და აზერბაიჯანელები, რომლებმაც 1 წლით ადრე უბრძოლველად ჩააბარეს საკუთარი სამშობლო რუსეთს. 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმია თბილისში შევიდა. 16 მარტს თურქეთმა პრეტენზია წამოაყენა სამხრეთ საქართველოზე და ჯარები შეიყვანა ართვინში, არდაგანსა და ბათუმში. თურქეთ-რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ართვინს, არდაგანსა და აჭარას თურქეთი შეიერთებდა დანარჩენ საქართველოს კი რუსეთი. რუსეთს არ უნდოდა აჭარის თურქეთისთვის დათმობა, მაგრამ აშკარა მოქმედებებს მოერიდა, რადგან ამას თურქეთთან ომი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ამიტომ ისინი დაუკავშირდნენ გენერალ მაზნიაშვილს და შესთავაზეს ფრონტი მოეხსნა რუსების წინააღმდეგ და აჭარის გამოხსნაში მიეღო მონაწილეობა. მაზნიაშვილი დასთანხმდა რუსების წინადადებას და ჯარი ბათუმისკენ დაძრა. მაზნიაშვილთა ერთად იბრძოდნენ წითელი არმიის ნაწილები და აჭარელი პატრიოტებიც. ერთობლივი ძალებით მოხერხდა თურქების განდევნა აჭარიდან. აჭარა საქართველომ შეინარჩუნა.


image

image

ვერსალის კონფერენცია

1919 წლის 14 მარტს ქართულმა მხარემ ვერსალში დელეგაცია გაგზავნა. ვერსალის საზავო მოლაპარაკებებზე ქართულმა დელეგაციამ წარადგინა რუკა და ძირძველი ქართული მიწების დაბრუნების საკითხი დააყენა. დღეს მიღებული არის მცდარი მოსაზრება, რომ ერთა ლიგამ, თითქოს, აღიარა საქართველო ქართული დელეგაციის მიერ მოთხოვნილ საზღვრებში, რაც ლეგენდაა. ერთა ლიგამ არა თუ არ აღიარა საქართველო აღნიშნულ საზღვრებში, არამედ საერთოდ არ აღიარა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ერთა ლიგა სამოქალაქო ომში მხარს უჭერდა დენიკინს. ეს უკანასკნელი იბრძოდა რუსეთის იმპერიის აღდგენისთვის, რომელშიც, რა თქმა უნდა, ამიერკავკასიაც მოიაზრებოდა. აქედან გამომდინარე, ერთა ლიგას საქართველოს პრობლემები საერთოდ არ აინტერესებდა. საქართველოს დამოუკიდებლობა ერთა ლიგის წევრმა ქვეყნებმა უმეტესად 1921 წელს აღიარეს, გასაბჭოებამდე რამდენიმე დღით ადრე, ისიც თითზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა და ისიც მას შემდეგ, რაც დენიკინი სამოქალაქო ომში დამარცხდა და ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს. მანამდე კი ევროპამ უარი განაცხადა საქართველოს ერთა ლიგაში მიღებაზე და ქვეყანა რუსული აგრესიის წინაშე მარტო დატოვეს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარება:

  • შვეიცარია — 1920 წელი
  • ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი
  • საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი
  • ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი
  • იტალია — 1921 წლის 27 იანვარი
  • იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
  • ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი
  • რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი
imageსინამდვილეში, 1918-21 წლებში საქართველო რამდენიმე ხნით აკონტროლებდა ართვინს, არდაგანს, სოჭს; ნაწილობრივ აკონტროლებდა – ლორეს და ჰერეთს, რომელიც სადავო ტერიტორიები იყო საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის.


ამ წლებში, საქართველოს კონტროლის ქვეშ არ ყოფილა ლაზეთი, სპერი, ტაო, ყაზახი და დვალეთი. სინამდვილეში, ეს არის ქართული დელეგაციის მიერ ვერსალის კონფერენციაზე მოთხოვნილი ძირძველი ქართული მიწები.


image

5
2830
5-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
2830
  
2022, 7 აპრილი, 20:32
1920 წელს გაფრომდა რუსეთს და საქართველოს შორის განსაკუთრებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გადმოგვეცა ყველა ის მიწები, რომელსაც ფლობდა მეფის რუსეთი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარება და ცნობა 1921 წლის 6 თებერვლისთვის 21 ქუეყნის მიერ მოხდა.

1921 წელს შეიქმნა საქართველოს მუდმივმოქმედი ეროვნული კონსტიტუცია, ამიტომაც არის კონსტიტუციური და არა ისტორიული.

101 წელია დაპყრობილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დღევანდელი საქართველო კი არის საბჭოთა სამართალმემკვიდრე ქუეყანა, მისი დაშლის შემდგომ წარმომქნილი, ასე შეიყვანეს საქართველო გაეროში შევარდნაძის დახმარებით, საბჭოთა საქართველო 30 წლის არის და ყოვლად დაუცვეულია იურიდიულად, კონტრიბუტორი ქუეყანაა, ანუ მეხარკე, ამ დროს 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობა გვაქვს.

აღდგა საქართველოს მოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში, ეწვიეთ მის გვერდს:iberiaworld.org სადაც წერია სიმართლე და მხოლოდ სიმართლე.
2019, 12 მარტი, 18:53
მადლობა
2019, 12 მარტი, 6:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 9 მარტი, 15:56
ერეკლე მეორეს დროს მსგავსი სახანო იყო ჰერეთის ტერიტორიაზე, კაკ-ელისენი ერქვა
2019, 9 მარტი, 14:02
რა კომისიამ გადაწყვიტა ჰერეთი 300 წელი აზერების იყო????????............აზერისტანი ამ 300 წლის მანძილზე საერთოდ არ არსებობდა......ან ირანის ნაწილი იყო..........ან დაშლილი სახანოები
0 1 5