მუსიკა "მწარე, მანიპულირებადი პედოფილი, რომელსაც შეუძლია ჯოჯოხეთიც კი შეარყიოს" - მაიკლ ჯეკსონის ფანები საპროტესტო აქციებს მართავენ პოპ მომღერლის დასაცავად ( + ფოტოები და ვიდეო ) 2019, 7 მარტი, 14:57 წელს მაიკლ ჯეკსონის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა და ამის აღსანიშნავად სატელევიზიო ქსელმა "HBO" პოპმუსიკის მეფედ წოდებულ ჯეკსონზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბის აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია.4 საათიანი დოკუმენტური ფილმი დენ რიდმა გადაიღო და პრემიერა გასულ თვეს შედგა.ფილმი Leaving Neverland („წასვლა „ნევერლენდიდან“) უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაკის ისტორიებზეა აგებული, მათ პოპვარსკვლავი ბავშვობის ასაკში გაიცნეს და ამტკიცებენ, რომ ჯექსონმა მათზე სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა.40 წლის სეიფჩაკი ამბობს, რომ ჯექსონი 1986 წელს, „პეპსის“ რეკლამის გადაღებისას გაიცნო. მისი მტკიცებით, პოპმომღერალმა ბიჭი და მისი ოჯახი მუსიკალური ტურნეს დროს თან წაიყვანა, სადაც მათმა ურთიერთობამ სექსუალური კავშირის სახე მიიღო. სეიფჩაკის მტკიცებით, ჯექსონი მას მასტურბირებას ასწავლიდა.სეფერჩუკის ოჯახი 1994 წელს. დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, მაიკლ ჯეკსონის თაყვანისმცემლებში აგრესია და სიძულვილი გამოიწვია და ფილმის ავტორებს ჩვეულებრივ ცილისმწამებლებად და პროვოკატორებად მოიხსენიებენ, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციებს მართავენ ლონდონის ცენტრში - მეცხრე არხის ლონდონის ცენტრალურ ოფისებთან. ბანერებზე წერია, რომ ჯეკსონი უდანაშაულოა და იტყუებიან, რომ ფაქტები არ ცრუობენ და ა. შ. სიძულვილის ენამ მანამდე სოციალურ ქსელში პიკს მიაღწია მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.ფანები ტრანსფარანტებით დგანან წარწერით:" მაიკლ ჯეკსონი უდანაშაულოა".რობსონი ფიქრობდა, რომ მაკალეი კალკინმა ჩაანაცვლა.რობსონის დედა, ჯოი ფილმში ამბობს, რომ მუსიკოსმა სთხოვა, ავსტრალიაში გამგზავრების წინ შვილი ლოს-ანჯელესში, მასთან დაეტოვებინათ. როდესაც დედისგან უარი მიიღო, მაიკლმა უთხრა, რომ ბავშვის კარიერისთვის უამრავი რამის გაკეთება შეეძლო.– "ვუთხარი - ის ჩემი შვილია, 7 წლის და ვერ დავტოვებ შენთან-მეთქი. რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენი საუბარი, როდესაც მიხვდა, რომ ჩემი საბოლოო პასუხი უარი იყო, განმიცხადა, რომ ყოველთვის ყველაფერს იღებდა, რაც სურდა“. 470 4-ს მოსწონს
|