აშშ-ში ბუფალოს ჰოსპიტალური ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სიზმარში დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავების ნახვა მოასწავებს იმას, რომ სიკვდილი მოახლოებულია.
ბუფალოს ჰოსპიტალური ცენტრის ხელმძღვანელი კრისტოფერ კერი და მისი თანამშრომლები 10 წლის განმავლობაში იკვლევდნენ მომაკვდავი ადამიანების სიზმრებს. კვლევაში 1400-მდე პაციენტი მონაწილეობდა.
კვლევებით დადგინდა, რომ მომაკვდავი პაციენტების 72% სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ამბობდნენ, რომ სიზმარში გარდაცვლილ ნათესავებს ან საყვარელი ადამიანებს ნახულობდნენ.
ექსპერიმენტში მონაწილე ქალმა, სახელად, ჯინი ასე აღწერა სიზმარი:
"ნათლად ვნახე მათი სახეები, ვგულისხმობ იმას, რომ ეს იყო მამა, ბიძა და სიძე. თავს კარგად ვგრძნობდი და მესიამოვნა მათი ნახვა."
მომაკვდავი პაციენტების 80% სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე განსაკუთრებით რეალისტურ სიზმრებს ხედავს, რა დროსაც ძირითადად გარდაცვლილ წინაპრებს ნახულობენ და მათ ესაუბრებიან.
მომაკვდავთა 59% „წასასვლელად ემზადებოდა“. კერის განცხადებით, სიზმრები მოგზაურობისა და ჩემოდანში ნივთების ჩალაგების შესახებ შესაძლოა სიკვდილს მოასწავებდეს.
მომაკვდავთა მხოლოდ 29% ნახულობდა სიზმარში ცოცხალ ახლობლებს.
რაც შეეხება ბავშვებს, მათი უმეტესობა სიზმარში შინაურ ცხოველებს ხედავდნენ. გოგონამ, სახელად ჯესიკა, ასეთი რამ თქვა:"სიზმარში ვნახე ჩემი საყვარელი ძაღლი შედოუ, რომელიც მოკვდა".
კრისტოფერ კერი აცხადებს, რომ ამ მოვლენის ახსნა ვერც მეცნიერებით, ვერც რელიგიით და ვერც სპირიტუალიზმითაა შესაძლებელი და იმაშიც არ არის დარწმუნებული, რომ სურვილი აქვს, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადოს.
კანადელმა პროფესორმა შონოპი ბიშოპ სტოლმა, 10 წელი შეალია იმას, რომ ეპოვა ნაბახუსევის ეფექტური წამალი, სხვათა შორის საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. პროფესორმა 10 წლის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ყოველ ქვეყანაში სინჯავდა ადგილობრივ ნაბახუსევის საწინააღმდეგო საშუალებას....
New York Times-ის ყოფილმა რეპორტიორმა, ალექს ბერენსონმა გამოაქვეყნა წიგნი Tell Your Children: The Truth About Marijuana, Mental Illness, and Violence(მოუყევით თქვენს ბავშვებს სიმართლე მარიხუანას შესახებ, ფსიქიკური დაავადება და ძალადობა). წიგნში არის იმის მტკიცებულება, რომ მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ ვაშინგ...
დიდი ხანია ითვლება, რომ ყოველი მომდევნო თაობა უფრო თავისუფალია და სექსუალურად უფრო გახსნილი. ახლა უკვე შეგვიძლია ეს თეორია, როგორც მტკიცებულება, ისე გამოვიყენოთ, სულ ცოტა ხნის წინ კომპანია euroClinix-მა დაასრულა კვლევა, რის მიხედვითაც შეგვიძლია გამოვავლინოთ თუ რამდენი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა საშუალოდ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს. ამ დრ...
ძველი ჩინური კალენდრის თანახმად, რომელიც აღმოსავლურ კალენდარზეა ორიენტირებული, რაღაც მომენტში დედამიწას მართავს 5 ძირითადი ელემენტიდან ერთ-ერთი.ესენია: ხე, წყალი, მეტალი, მიწა და ცეცხლი.ასტროლოგები ირწმუნებიან ეს სტიქიები არა მარტო ჩვენი პლანეტის ბუნებაზე მოქმედებენ, არამედ ადამიანის ხასიათზეც. რომელ წელს დაიბადეთ?...
1943 წლის 21 მარტს საფრანგეთში ექსგუმაცია გაუკეთეს კატერინა ლაბურს, რომელიც 67 წლის წინ იყო გარდაცვლილი და მისი გვამი საერთოდ არ იყო გახრწნილი.ეს გახლავთ მხოლოდ ერთი მაგალითი იმ მრავალრიცხოვანი შემთხვევიდან, რომლებსაც მეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან. 1-ბერნადენტა სუბირუ(Bernadette Soubi...
თავის ტვინის სიმსივნით დაავადებული პატარა გოგონა მედიკოსებმა აპარატიდან გამორთეს. ამრიგად პატარა ტაილანდელი გოგონა ბანგკოკიდან მატერინ ნოავარატპონგი ამერიკული ფონდის Alcor Life Extension-ის ყველაზე ნორჩი კლიენტი გახდა. მისმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება მძიმედ დაავადებული მომაკვდავი გოგონა გამოერთოდ სიცოცხლისთ...