სხვა რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღიურად ერთ ბროწეულს მიირთმევთ 2019, 18 მარტი, 13:11 ბროწეული - არის ბროწეულისებრთა ოჯახიდან, ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე. აქვს კიდემთლიანი ტყავისებრი ფოთლები, რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი; ნორმალურად განვითარებული ნასკვი, ბუტკო და სამტვრე აქვს, იძლევა ნაყოფს. ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებმომთხოვნია, ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში. საქართველოში ბროწეული გაშენებულია უმთავრესად კახეთში, ქართლში, იმერეთსა და აჭარაში. ბროწეულის წვენი შეიცავს: 8-19% შაქარს, 0, 3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს. შენიშვნა: - სანამ გადაწყვეტთ დღეში 1 ბროწეულის მირთმევას, გაითვალისწინეთ, რომ დიაბეტიანებისთვის არ არის რეკომენდებული, გარდა ამისა, თუ ხართ ალერგიულები, ამ შემთხვევაშიც უნდა მოერიდოთ. შესაძლებელია დღეში მხოლოდ ერთი მუჭის ჭამა. თუ ფიქრობთ, რომ ჯანმრთელი ხართ და უფრო ჯანმრთელად გინდათ ყოფნა, მაშინ ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ. ყოველდღე რეგულარულად 1 ბროწეულს თუ შეჭამთ, თქვენი ორგანიზმი რამოდენიმე დღეში სრულიად გათავისუფლდება ზედმეტი ტოქსინებისგან. ეს პროცესი შარდის გამოყოფით სრულდება. უფრო ძლიერი იმუნური სისტემა გექნებათ! ბროწეული შეიცავს C, E, K -ვიტამინებს და მინერალებს: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და რკინა. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში დაცული იქნებით ვირუსების და გაციებისგან. თუ უკვე გაცივდით და არ გშველით მედიკამენტები, მაშინ სცადეთ ყოველდღე ერთი ბროწეულის ჭამა. საჭმლის მონელების სისტემაზე დადებითად მოქმედებს, ასევე როგორც სტაფილო. თუ მჟავა გაწუხებთ, მაშინ ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ მიირთვათ. ანტიოქსიდანტური ეფექტით, ბროწეული ზრუნავს თქვენს კბილებსა და პირის ღრუზეც. დღეში მირთმეული 1 ბროწეულის საშუალებით, პირის ღრუში დაგროვებული ბაქტერიებისგან გათავისუფლდებით. ყოველდღე 1 ბროწეული მომავალში სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ. ბროწეული ეხმარება სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს და ასევე ასუფთავებს სისხლძარღვებს. რეგულარულად ბროწეულის მოხმარებით შეამცირებთ კიბოს, გულის შეტევის, ინფარქტის და ინსულტის რისკებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>19 ფოტო, რომელიც თქვენში ძლიერ აღელვებას გამოიწვევს! 50 საკვები მომავლისთვის, რომელიც გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია ფოტოგრაფმა 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს გადაუღო ფოტო, შემდეგ კი ახალგაზრდობის ფოტოებს შეადარა ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... (II ნაწილი) ვინ იყო რეალურად ყველასთვის ცნობილი "ლოლიტა"? - სალი ჰორნერის ტრაგიკული ამბავი საფეხბურთო სამყაროს 25 ისტორიული დერბი და საინტერესო დეტალები მათ შესახებ! ბერენ საათი - თურქი მსახიობი, წარმატებული კარიერით! ერთადერთი ციხე, საიდანაც გაქცევა ვერავინ მოახერხა - 15 რეალური ფაქტი ალკატრასის ციხის შესახებ! 1214 6-ს მოსწონს
|