x
image
ელენე გუმა
გაიცანით 75 წლის ელიკო ბებო, რომელიც თბილისის ქუჩებში "ტაქსაობს"
image
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინა ბიტკაში ფეისბუქში უსაყვარლე ბებოზე წერს, რომელიც მისი თქმით, ვაკის მიმდებარე ტერიტორიაზე "ტაქსაობს", რათა თავის რჩენა შეძლოს.


ნინა პოსტთან ერთად ელიკო ბებოს ფოტოს და ნომერსაც აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწეოდებს ისარგებლონ მისი მოსმახურებით, და აქვე აღნიშნავს, რომ ის ავტომობილს კარგად ატარებს.


"ეს ელიკო ბებოა, დღეს გავიცანი

ტაქსის მძღოლია, მარტო ცხოვრობს და 75 წლის არის ( 65 არისო მომწერეს), ამით ირჩენს თავს, უსაყვარლესია და ძალიან მაგრად ატარებს
ვაკის ტერიტორიაზე მოძრაობს ძირითადათ
ყველას გირჩევთ ესეც ნომერი 599514033 დაურეკეთ


Update იმდენმა კაცმა გააშეარა, რო მცოდნოდა უკეთეს სურათს გადავიღებდი "- წერს ნინა.


აღნიშნულ ფოტოს და პოსტს 6 საათში 1300 გაზიარება და უამრავი კომენტარი აქვს.


როგორც კოემნტარებიდან ირკვევა ელიკო ბებომ 30 წელი იმუშავა აბაშიძეზე, რაღაც მაღაზიაში, მერე დაუკეტავთ და ბედის ანაბარა დარჩენილს ეს გზა უპოვია.


აქვე მომხმარებლები აღნიშნავენ რომ დიდი ხანია ამ საქმითაა დაკავებული და მათ ბავშვობის წლებთან ასოცირდება.


"აი ესეთი ლაღი და შრომისმოყვარე ქალია, ღამითაც ვმუშაობო ესე 2 მდე 3მდეო, საცობები რო არ არისო"- წერენ კომენტარებში.


image



0
204
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0