x
image
ელენე გუმა
11 ცნობილი ადამიანი და მათი ორეულები - შესაძლოა გარჩევა გაგიჭირდეთ (ფოტოკოლაჟი)
ასობით ადამიანი მსოფლიოში ცდილობს საკუთარ კუმირს დაემსგავსოს. ამისათვის არც ქირურგის დანის ქვეშ მოხვედრას და პლასტიკურ ოპერაციებს ერიდებიან და არც მაკიაჟს იკლებენ, თუმცა შედეგი არც ისე შთამბეჭდავია ხოლმე. ზოგიერთს კი თვითონ ბუნება ანიჭებს "ვარსკვლავურ" გარეგნობას.


ზოგი თუ ცდილობს ყველა გზას მიმართოს, რათა საკუთარ კუმირს დაემსგავსოს, ზოგი პირიქით, ცდილობს თავიდან აიცილოს ეს მსგავსება და მისგან გამოწვეული დისკომფორტი.


ქვემოთ მოყვანილი ფოტოები დაგარწმუნებთ იმაში, რომ ყველა ჩვენგან ჰყავს ორეული.


1. კიმ ჩენ ინი და ოვარდი



image

ჰოვარდი საკუთარ თავს კიმ ჩენ ინის კოპიოს უწოდებს და ამ მსგავსებას სათავისოდ აქტიურად იყენებს. ის მონაწილეობს სხვადასხვა შოუებში და რეკლამებში.

2. რაიან გოსლინგი და დანილა იაკუშევი


image

რუსი მსახიობის დანილა იაკუშევის ფანებმა არაერთხლ შეადარეს საკუთარი კუმირი ჰოლივუდის ვარსკვლავს. ეს მსგავსება განსაკუთრებით თვალშისაცემია როდესაც დანილა წვერს და სათვალეს ატარებს. ახლა რუსი მსახიობი აქტიურად მონაწილეობს ფილმებში, სპექტაკლებში და ტელე-შოუებში.


3. კეტი პერი და ფრანჩესკა ბრაუნი


image

ბრიტანელი ფრანჩესკა ბრაუნი 2010 წლიდან გამოჩნდა ასპარეზზე. ის არის მსახიობი, რომელიც მონაწილეობს ფილმებში, ასევე თამაშობს სპექტაკლებში.


4. მაილი საირუსი და მარდი შეიკლფორდი

image

კალიფორნიელი ოფიციანტი, მარდი შეიკლფორდი გულგრილად უყურებდა ამ მსგავსებას. ერთ დღეს მას შეხვდა მაილი საირუსის მამა, რომელმაც საოცარი მსგავსების გამო გადაწყვიტა გოგონასთან ერთად ფოტო გადაეღო. მათი მსგავსება აღიარებულია ორეულების შოუს მიერ.


5. რიანა და ანდელ ლარა

image

ბოსტონის მაცხოვრებელი ანდელ ლარა საოცრად ჰგავს რიანას. როგორც ის ამტკიცებს ეს არანაირი პლასტიკური ქირურგიის დამსახურება არაა და მათი მსგავსება ბუნებრივია. გოგონა მუშაობს მოდელად და ინსტაგრამის რეკლამებით გამოიმუშავებს ფულს.


6. ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი გრაჩევი


image

კომიკოსი დიმიტრი გრაჩევი წლებია სცენაზე და კომედიურ შოუებში რუსეთის პრეზიდენტს განასახიერებს. საზღვარგარეთ ყოფნის დროს მასთან ხშირად მიდიან და პოლიტიკაზე უწყებენ საუბარს. მან ასევე ითამაშა სრულმეტრაჟიან ფილმში "პრეზიდენტის არდადეგები", სადაც პრეზიდენტი განასახიერა.


7. სელენა გომესი და სოფია სოლარესი

image

სოფია სოლარესს სელენა გომესთან მსგავსების გამო ინსტაგრამზე 800 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მათ მსგავსებას კი მექსიკური ფესვებით ხსნიან.


8.კიმ კარდაშიანი და სონია ალი

image

სონია ცხოვრობს დუბაიში და მუშაობს ვიზაჟისტად. ის ამტკიცებს რომ არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია . მას ჰყავს და ფაიზა, რომელთან ერთადაც სოლამაზის ბლოგს უძღვება.


9. კაილი ჯენერი და ფაიზა ალი


image

თუ სონია ალი ჰგავს კიმ კარდაშიანს, ფაიზა -კაილი ჯენერის მსგავსია. მას უამრავი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.


10. ჯიჯი ჰადიდი და იზა აიზერმანი


image

ისევე როგორც ჯიჯი, იზაც მოდელად მუშაობს, მას აქვს კონტრაქტი ლონდონის ერთ-ერთ სააგენტოსთან. ჯიჯისგან განსხვავებით ის "პლუს საიზ" მოდელია. მასაც, ისევე როგორც დებ ჰადიდებს, ჰოლანდიური ფესვები აქვს.


11. ადელი და ელინორ ხლბორგი


image

შვეციის მცხოვრები ელინორ ხელბორგი დაუჯერებლად ჰგავს ადელს. ზოგიერთ ფოტოში, შესაძლოა, მაშინვე ვერ მიხვდეთ რომელი რომელია.




0
377
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0