საზოგადოება 11 ცნობილი ადამიანი და მათი ორეულები - შესაძლოა გარჩევა გაგიჭირდეთ (ფოტოკოლაჟი) 2019, 5 მარტი, 21:34 ასობით ადამიანი მსოფლიოში ცდილობს საკუთარ კუმირს დაემსგავსოს. ამისათვის არც ქირურგის დანის ქვეშ მოხვედრას და პლასტიკურ ოპერაციებს ერიდებიან და არც მაკიაჟს იკლებენ, თუმცა შედეგი არც ისე შთამბეჭდავია ხოლმე. ზოგიერთს კი თვითონ ბუნება ანიჭებს "ვარსკვლავურ" გარეგნობას.
ზოგი თუ ცდილობს ყველა გზას მიმართოს, რათა საკუთარ კუმირს დაემსგავსოს, ზოგი პირიქით, ცდილობს თავიდან აიცილოს ეს მსგავსება და მისგან გამოწვეული დისკომფორტი. ქვემოთ მოყვანილი ფოტოები დაგარწმუნებთ იმაში, რომ ყველა ჩვენგან ჰყავს ორეული. 1. კიმ ჩენ ინი და ჰოვარდი ჰოვარდი საკუთარ თავს კიმ ჩენ ინის კოპიოს უწოდებს და ამ მსგავსებას სათავისოდ აქტიურად იყენებს. ის მონაწილეობს სხვადასხვა შოუებში და რეკლამებში. 2. რაიან გოსლინგი და დანილა იაკუშევი რუსი მსახიობის დანილა იაკუშევის ფანებმა არაერთხლ შეადარეს საკუთარი კუმირი ჰოლივუდის ვარსკვლავს. ეს მსგავსება განსაკუთრებით თვალშისაცემია როდესაც დანილა წვერს და სათვალეს ატარებს. ახლა რუსი მსახიობი აქტიურად მონაწილეობს ფილმებში, სპექტაკლებში და ტელე-შოუებში. 3. კეტი პერი და ფრანჩესკა ბრაუნი ბრიტანელი ფრანჩესკა ბრაუნი 2010 წლიდან გამოჩნდა ასპარეზზე. ის არის მსახიობი, რომელიც მონაწილეობს ფილმებში, ასევე თამაშობს სპექტაკლებში. 4. მაილი საირუსი და მარდი შეიკლფორდი კალიფორნიელი ოფიციანტი, მარდი შეიკლფორდი გულგრილად უყურებდა ამ მსგავსებას. ერთ დღეს მას შეხვდა მაილი საირუსის მამა, რომელმაც საოცარი მსგავსების გამო გადაწყვიტა გოგონასთან ერთად ფოტო გადაეღო. მათი მსგავსება აღიარებულია ორეულების შოუს მიერ. 5. რიანა და ანდელ ლარა ბოსტონის მაცხოვრებელი ანდელ ლარა საოცრად ჰგავს რიანას. როგორც ის ამტკიცებს ეს არანაირი პლასტიკური ქირურგიის დამსახურება არაა და მათი მსგავსება ბუნებრივია. გოგონა მუშაობს მოდელად და ინსტაგრამის რეკლამებით გამოიმუშავებს ფულს. 6. ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი გრაჩევი კომიკოსი დიმიტრი გრაჩევი წლებია სცენაზე და კომედიურ შოუებში რუსეთის პრეზიდენტს განასახიერებს. საზღვარგარეთ ყოფნის დროს მასთან ხშირად მიდიან და პოლიტიკაზე უწყებენ საუბარს. მან ასევე ითამაშა სრულმეტრაჟიან ფილმში "პრეზიდენტის არდადეგები", სადაც პრეზიდენტი განასახიერა. 7. სელენა გომესი და სოფია სოლარესი სოფია სოლარესს სელენა გომესთან მსგავსების გამო ინსტაგრამზე 800 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მათ მსგავსებას კი მექსიკური ფესვებით ხსნიან. 8.კიმ კარდაშიანი და სონია ალი სონია ცხოვრობს დუბაიში და მუშაობს ვიზაჟისტად. ის ამტკიცებს რომ არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია . მას ჰყავს და ფაიზა, რომელთან ერთადაც სოლამაზის ბლოგს უძღვება. 9. კაილი ჯენერი და ფაიზა ალი თუ სონია ალი ჰგავს კიმ კარდაშიანს, ფაიზა -კაილი ჯენერის მსგავსია. მას უამრავი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. 10. ჯიჯი ჰადიდი და იზა აიზერმანი ისევე როგორც ჯიჯი, იზაც მოდელად მუშაობს, მას აქვს კონტრაქტი ლონდონის ერთ-ერთ სააგენტოსთან. ჯიჯისგან განსხვავებით ის "პლუს საიზ" მოდელია. მასაც, ისევე როგორც დებ ჰადიდებს, ჰოლანდიური ფესვები აქვს. 11. ადელი და ელინორ ხელბორგი შვეციის მცხოვრები ელინორ ხელბორგი დაუჯერებლად ჰგავს ადელს. ზოგიერთ ფოტოში, შესაძლოა, მაშინვე ვერ მიხვდეთ რომელი რომელია. 378 შეფასება არ არის
|