x
image
ელენე გუმა
"ამ თაღლითმა ახლა უკვე თვით მიხეილ სააკაშვილიც კი გააცურა..."
საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

მისი თქმით, ყველაზე სასაცილო მაინც გიორგი სიგუას ამბავია ამ ისტორიაში.

მისივე განცხადებით, ამ თაღლითმა ახლა უკვე თვით მიხეილ სააკაშვილიც კი გააცურა.


"ვუყურე რომში გამართულ "სრულიად ქართველთა ყრილობას".
მართლაც სასაცილოა სახელისა და ფაქტის შეუსაბამობა.
მაგრამ ყველაზე სასაცილო მაინც გიორგი სიგუას ამბავია ამ ისტორიაში.
აი, ნამდვილი კვაჭი კვაჭანტირაძე, თაღლითი თაღლითთა შორის.
კაცმა სააკაშვილს ორი მკვახე სიტყვა უთხრა პრინსტონში და ამ "გმირობის" გამო ქვეყნისთვის სტრატეგიული დარგის, ტურიზმის ხელმძღვანელობა ჩააბარეს.
შემდეგ ნარკოდილერების საოცნებო კაზანტიპისა და ჯემ-ფესტებით შოულობდა ფულს და დაჭერას გადარჩენილი უეცრად იმ მიხეილ სააკაშვილის მეხოტბედ და ემიგრანტთა აქციის ორგანიზატორად მოგვევლინა, რომლის გალანძღვითაც კარიერა გაიკეთა.
რომში ჩატარებული აქციის კომიკური ხასიათი მაფიქრებინებს, რომ ამ თაღლითმა ახლა უკვე თვით მიხეილ სააკაშვილიც კი გააცურა.
შეიძლება არც უნდოდა, მაგრამ სახეზე შეხედეთ-ასეთ ტიპებს, არ შეუძლიათ არ ითაღლითონ.
ერთი იმ ხალხის ტვინში ჩამახედა, ამას რომ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჩააბარა.
თუმცა რა.იქ.სიგუაზე უკეთესის დანახვის იმედი ნამდვილად არ მაქვს მწარე გამოცდილების გამო."- წერს მანჯავიძე.



საქართვლოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი სიგუა მისი მხარდამჭერი გახდა.

“ჯემ ფესტი”-ს დამფუძნებელი გიორგი სიგუა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში შეხვდა და მას შემდეგ მასთან ერთად აწყობს შეხვედრებს ემიგრანტებთან.


image


0
430
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0