x
image
ვიზა კოხაძე
"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულის ოთო ნემსაძის განვლილი გზა "ჯეოსტარიდან" დღემდე ( + ვიდეოები )

imageსაზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხის” მუსიკალური კონკურსის "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2019 წლის ევროვიზიაზე.ეს იქნება რიგით 64 - ე ევროვიზია, რომელიც 14, 16 და 18 მაისს თელ-ავივში გაიმართება.

ოთო ნემსაძე ევროპელი მაყურებლის წინაშე რომან გიორგაძის სიმღერით "სულ წინ იარე" წარდგება.ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ეთნო-ჯაზ-ჯგუფი ირიაო წარადგენდა. თუმცა, ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.“საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტები იყვნენ ლიზა კალანდია, ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე და გიორგი ფრუიძე.ოთო ნემსაძემ წლების წინ “რუსთავი 2-ის” პროექტ “ჯეოსტარში” გაიმარჯვა.

ცოტა რამ ოთო ნემსაძის შესახებ. ეს ახალგაზრდა მომღერალი 1989 წლის 18 ივნსს დაიბადა.ის არის მუსიკოსი და ავტორ - შემსრულებელიც.მისი მუსიკალური კარიერა კონკურსებს უკავშირდება.
2010 წ. "ჯეოსტარი" - გამარჯვებული
2013 წ უკრაინის "ახალი ხმა" - სუპერფინალისტი
2014 წ. მეგაშოუს "ბრავო" - გამარჯვებული,
2015 წ."ერთი ერთში" - მეორე ადგილის მფლობელი.
2013 წელს გამოვიდა ოთოს პირველი ალბომი "ფიქრების ზღვა", რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2015 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი "ლიმბო", რომელიც უამრავი პროექტის, თუ გადაცემის მონაწილეა და ხშირად გვხვდება სხვადასხვა კონცერტებზე. ამჯერად ოთო ნემსაძე ჯგუფ "ლიმბოსთან" ერთად ევროვიზიის შესარჩევი კონკურსის მონაწილეა.
საკონკურსო სიმღერა - Dear God (კომპოზიტორი - ბესო ნემსაძე). რას წერს ოთო ნემსაძე თავის ბავშვობაზე: - " სიმღერა 8 თვის ასაკში დავიწყე. თურმე, სულ რაღაცას ვღიღინებდი და თან ძალიან სწორად. სიმღერა დედამ მასწავლა, ალბათ, 3 წლიდან. 12-13 წლისამ გიტარაზე დაკვრა დავიწყე და პირველად „ორი ჯუჯა“ შევასრულე. ჩემს ცნობიერებაში ყველაზე პირველი სიმღერა კი „ძია პოლიციელი“ იყო, რომელიც საბავშვო ბაღის ზეიმზე შევასრულე. ეს სიმღერა ანრი ჯოხაძის დედის დაწერილია.ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი პროკურორი. პროკურორი ვერ გამოვედი, მაგრამ სცენაზე ვდგავარ, ვუკრავ გიტარასა და ფორტეპიანოზე. ჩემი ნინო მასწავლებელი ახლა გერმანიაშია და მინდა, აქედან მოვიკითხო. ნახავს, ალბათ, ინტერვიუს. დღესაც მეჩხუბება, ნოტები უნდა გასწავლოო. როდესაც ფორტეპიანოზე დაკვრას ვსწავლობდი, ისე გადავედი მე-7 კლასში, ნოტები არ მისწავლია. დავალებას რომ მაძლევდნენ ხოლმე, სახლში სმენით ვაწყობდი და ამის გამო სულ მეჩხუბებოდნენ. დღეს მეც ვფიქრობ, რომ სწორად მეჩხუბებოდნენ, ახლა უკვე ძალიან მჭირდება ნოტები და ვიწყებ სწავლას.

ოთოს გამარჯვება ახალ პროექტში იმდენად ემოციური აღმოჩნდა მომღერლისთვის, ის ფინალის დასრულებისთანავე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ოთო ნემსაძე სცენიდან გადავარდა, რის შედეგადაც მომღერალმა ფეხი დაიზიანა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ნემსაძე გულშემატკივრებთან ერთად ფოტოებს იღებდა.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანა შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად. როგორც “პრაიმტაიმს" ნემსაძის მეუღლემ განუცხადა, მას დაჟეჟილობები აღენიშნება.image პ.ს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საყვარელ მომღერალს ოთო ნემსაძეს ევროვიზიაზე.

0
71
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0