x
image
ელენე გუმა
"ქართველი ყველაფერს გაპატიებს გარდა იმისა, რომ მასზე უკეთესი ხარო..."
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 -ის გამარჯვებულ მასწავლებელზე, ლადო აფხაზავაზე წერს:


"არ ვიცნობ ამ კაცს, მაგრამ ჩვენში ატეხილ გნიასზე მასთან დაკავშირებით შალვა ნუცუბიძის ძველი გამოთქმა მახსენდება:
ქართველი ყველაფერს გაპატიებს გარდა იმისა, რომ მასზე უკეთესი ხარო...

სხვა რომ ვერაფერი მოუნახეს, ლენინზე ისტორია მოიგონაო, ჩვენში ეგეთებს 80-იან წლებში რა უნდოდაო... მე ვსწავლობდი 80-იანების დასაწყისში 51-ე სკოლაში და დამრიგებელი ლენინის სურათთან თუ არ გვაჩოქებდა, სამივე ერთიმეორის მიყოლებით გარდაცვლილი გენსეკის გლოვას ნამდვილად გვთხოვდა და ოქტომბრელის ნიშანზე გამოსახული ყრმა ლენინის სახეს გვაფიცებდნენ... და თუ ეს ხდებოდა ტფილისში, ფილარმონიის პირდაპირ, ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში რომ ვარესი ექნათ, რა გასაკვირია? ან კი თუ მოიტყუა კიდეც და გადაამეტა ამ ისტორიით ლენინზე, თქვენ დაგიშავდათ, ბიძია, რამე? მაგრამ ამ შეუმდგარ, დაკომპლექსებულ და ჯილდოების მადევრებს საკუთარი მეზობლის წარმატებას ლენინი, სტალინი და ჰიტლერი ერთად ურჩევნიათ...

არ არის პედაგოგიო, სოფლელიაო, იჩალიჩაო... გეჩალიჩათ და გაგეკეთებინათ თქვენც! ფაქტი ის არის, რომ ამ ქვეყანაში მათი უმრავლესობა, ვისაც პედაგოგები ჰქვიათ, სოფელშიც და ქალაქშიც, ყველა ხელისუფლების მარადმწვანე კოორდინატორები არიან "ოტ ილიჩა დო ილიჩა", ანასტას მიქოიანის დახასიათებისა არ იყოს.


და იმედი მაქვს, რომ ჩვენში პედაგოგთა ის მცირე ნაწილი, რომელიც მართლაც შესანიშნავი ცოდნითა და პედაგოგიური უნარებით გამოირჩევა, ამ ბნელეთს გადასძალავს და ეროვნულ თუ საერთაშორისო აღიარებასაც მოიპოვებს. მხოლოდ ჩემს სანაცნობო-სამეგობროშიც ბევრი მოიძებნება ასეთი: ლალი მოსიაშვილი, ქეთი ცერცვაძე, კახა დავითური, დავით ჩიჩუა და სხვანი...

ლადო აფხაზავას კი ვურჩევდი, ყვავებს ნაკლები ყურადღება მიაქციოს."


როგორც ცნობილია სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა.



image

0
683
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0