კინო დაგეგმილია "რაჭა ჩემო სიყვარულოს" მეორე ნაწილის გადაღება 2019, 3 მარტი, 12:25 სლოვაკეთის საელჩო ქართული-სლოვაკური მხატვრული ფილმის -"რაჭა ჩემო სიყვარულოს" მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავს, ინფორმაცია ამის შესახებ Imedinews-ი ავრცელებს. როგორც საელჩოს პრესსამსახურმა განაცხადა, ფილმის გადაღების ძირითადი მიზანია სლოვაკეთისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა. სცენარი უკვე მზადაა, ამჟამად მიმდინარეობს კომედიური ჟანრის ფილმისთვის ფინანსების მოძიება, გადაღების დაწყების თარიღი უცნობია, ასევე უცნობია „რაჭა, ჩემო სიყვარულო-ს“ მეორე ნაწილში ვინ იქნება რეჟისორი და ვინ შეასრულებს როლებს. შეგახსენებთ, კინოსტუდია "ქართული ფილმის" და სლოვაკფილმის(ბრატისლავა) ერთობლივი ფილმის "რაჭა ჩემო სიყვარულო" პრემიერა შედგა 1977 წელს, მთავარ როლებს ასრულებდნენ ანდრეა ჩუნდერლიკოვა(დარინა) და ბადრი კაკაბაძე(ბადრი), ფილმში თამაშობდნენ აგრეთვე ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან რამაზ ჩხიკვაძე, იპოლიტე ხვიჩია, გურამ ლორთქიფანიძე, დოდო აბაშიძე, ფრანტიშეკ პაპი და სხვები. 483 4-ს მოსწონს
|