x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
რუსეთის პრეზიდენტის წინადადებამ სტატუსის გამო დაპატიმრების შესახებ ქურდული სამყარო ვერ შეაშინა
image


რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლში ცვლილებების მიღების ("სისხლის სამართლის დანაშაულის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა") თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შეხვედრის წარმომადგენლებს ემუქრებათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო, კრიმინალური იერარქიაში მაღალი თანამდებობის მქონე კანონიერ ქურდებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ამისთვის ორივე მხარე, სამართალდამცავები და კანონიერი ქურდებიც ემზადებიან.

ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ზოგადად, ეს არანაირ გავლენას ვერ მოახდენს კრიმინალურ მდგომარეობაზე და კრიმინალურ სამყაროში კანონიერი ქურდების გავლენაზე. მაქსიმალური, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის რამდენიმე საჩვენებელი პროცესი.

კრიმინალურ ლიდერებთან ბრძოლის საქმეში ოპერატიულმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მასიური გამოკითხვა ქურდებთან იმ იმედით, რომ ისინი აღიარებენ სტატუსს, როგორც ეს საქართველოში იყო, არ მოხდება. მით უმეტეს, რომ მანამდე ქურდულ შეკრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამართალდამცველების ასეთ შეკითხვებს შეიძლება, რომ უპასუხონ უარყოფითად.


აქედან გამომდინარე, მტკიცებულების ბაზაზე დაიწყება ფორმირება საოპერაციო საქმიანობისა კანონიერი ქურდებზე. მოსკოვის რეგიონში 400-ზე მეტი ქურდია, რომელსაც გაუწევენ მონიტორინგს. დააყენებენ სათვალთვალო კამერებს, მოუსმენენ ტელეფონებს და დაიწყებენ შემდეგ დანაშაულებრივი საქმიანობის დაფიქსირებას.

ინფორმაციის შეგროვების შემდეგ ოპერატიული დოსიე გადაეცემა სამართალდამცველებს საქმის აღსაძრავად. აქ კი განახლებული კანონი ხელს შეუწყობს. სამართალდამცველებს საკმარისად ექნებათ დაფიქსირებული კრიმინალური ხელმძღვანელების ფაქტები, ვინ და ვის მისცა ბრძანება დანაშაულებრივ ჯგუფში.

სავარაუდოდ, კრიმინალური იერარქიის წარმომადგენლები რუსეთს დატოვებენ. თუმცა, ეს გავლენას არ მოახდენს მათი ჯგუფების საქმიანობაზე. თანამედროვე კომუნიკაციები საშუალებას იძლევა ადვილად მართონ მთელი პროცესი დისტანციურად. აქედან გამომდინარე, ბევრი კანონიერი ქურდი უკვე საზღვარგარეთაა - ძირითადად თურქეთსა და ევროპაში. ამ თვალსაზრისით, ყველაზე საილუსტრაციო მაგალითია კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი (გული), რომელიც რუსეთში არ გამოჩენილა, თუმცა, მისმა ემისრებმა შეძლეს, არა მარტო აკონტროლონ პროდუქტების ბაზრების უმრავლესობა რუსეთში, სადაც ძირითადად აზერბაიჯანელები მუშაობენ, არამედ, უფრო გააფართოვა კიდეც თავისი გავლენები.

ასევე, გასათვალისწინებელია, ახალი ფორმირებები კრიმინალურ იერარქიაში. ესენი არიან კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიანი და უმდიდრესი ნაწილი. ამავე დროს, ისინი დღეისთვის ფორმალურად ბიზნესმენი არიან. წყარო "როსბალტის" მიხედვით მათთან მისვლა თითქმის შეუძლებელია. უფრო მეტიც, შემოსავლის წყაროების უმრავლესობა ოფიციალურად გაფორმებული აქვთ.

ქურდული სამყაროს ახალმ ტენდენციამ "პენსიონერობმდე" მიაღწია - ბევრი მათგანი ახლა ჩქარობს პენსიის სერტიფიკატებში და შრომით წიგნაკებში შეიტანონ კონტროლირებადი კომპანიების შემოსავლები - რათა აჩვენონ, რა შემოსავალით ცხოვრობენ.

ერთადერთი საკითხი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ახლა დგას, არის ის, თუ როგორ უნდა იყვნენ ორი მთავარი ფიგურა, კანონიერი ქურდი N1 და სრულიად რუსეთის "ობშიაკის" დამცველი. მათი პოზიცია მოითხოვს მუდმივად შეხვდნენ სხვადასხა რჯულის განგსტერებს, რაც უკვე მიდის ახალ კანონამდე.



0
525
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0