პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
რა უწიგნურება და გაუნათლებლობა შეგეყარათ მთელს ტელე-ჟურნალისტთა კორპუსს?!
ან სკოლაში საერთოდ არაფერი გისწავლიათ?!
მაგ თქვენს უწიგნურობას მთელს საქართველოს რომ ასმენინებთ და სხვებსაც უმახინჯებთ მეტყველებას, ამისთვის (იგივე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიდან“) პასუხი უნდა მოგეთხოვოთ, მაგრამ სადაც აგერ, ნაციონალებს ვერ, თუ არ მოვთხოვეთ პასუხი, თქვენც არხეინად ხართ?!
სამარცხვინოები და თავის მომჭრელები გახდით უკვე....
ეს ჟურნალისტების ის კატეგორიაა, ვინც "დეკან-ებ-ის" მრავლობითი ფორმას- „დეკნ-ებს“ ხმარობს „ნეკნების“ მსგავსად....
უწიგნურებოოოოო..........................(თუ ჩემს პოსტებს (გზავნილებს) კითხულობთ და ვიცი, რომ კითხულობთ საერთო მეგობრების მეშვეობით, განგიმარტავთ, რომ „ზედსართავი სახელი ეწოდება სიტყვას, რომელიც არსებითი სახელის რამე ნიშან–თვისებას აღნიშნავს. ჩვენს შემთხვევაში და (გუშინ თქვენს მიერ მომზადებულ და გასულ სიუჟეტებში) ბავშვის (ბავშვ-ებ-ის) „არასრულწლოვანებას“ აღნიშნავს. „არასრულწლოვანი“ ფუძეთანხმოვნიანი ზედასართავია-ფუძით-"არასრულწლოვან“.
ებ-იან მრავლობითში დასმულ არსებითთან ზედსართავი მხოლობითის ფორმით (არასრულწლოვანი ბავშვები) იხმარება და ცალკე იბრუნვის.
სახელობითი - არასრულწლოვან-ი ბავშვ-ებ-ი
მოთხრობითი - არასრულწლოვან-(მა) ბავშვ-ებ-მა
მიცემითი - არასრულწლოვან-(ს) ბავშვ-ებ-ს
ნათესაობითი - არასრულწლოვან-(ის) ბავშვ-ებ-ის
მოქმედებითი - არასრულწლოვან-(ით) ბავშვ-ებ-ით
ვითარებითი - არასრულწლოვან-(ად) ბავშვ-ებ-ად
წოდებითი - არასრულწლოვან-(ო) ბავშვ-ებ-ო
Тоже мне профессионалы………… კოლოსალურ ხელფასებს ხომ იღებთ სკანდალური სიუჟეტების მომზადებისა და საზოგადოების დაზაფრისთვის. ჰოდა, როდესაც არ იცით, წაიკითხეთ და ისწავლეთ მაინც?!