x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ნაკლი, რომლითაც ყველა ქალი იბადება

სამყაროს შექმნის მეექვსე დღე სრულდებოდა, როდესაც ღმერთმა ქალის შექმნა გადაწყვიტა. რამდენიმე საათიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, მასთან მთავარანგელოზი მივიდა: «მის შექმნაზე ამდენს რატომ წვალობ? ყველა დანარჩენი წამებში მზად იყო».


image


ღმერთმა ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა: «ეს უნიკალური არსება იქნება, რომელიც ჰარმონიას, სიყვარულს და სილამაზეს შეიტანს სამყაროში. შეხედე მისთვის შედგენილ სპეციფიკაციის სიას: 200-ზე მეტი ნაწილია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მოძრაობა მოხდენილი და დახვეწილი უნდა იყოს. ის საკუთარ თავსაც განკურნავს და სხვებსაც შეუსუსტებს ტკივილს, იქნება სუსტი, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, დღე-ღამეში 18 საათსაც იმუშავებს. მას მხოლოდ 2 ხელი ექნება, მაგრამ ის შეძლებს, რომ ყველა ახლობელს მოეხვიოს, სიყვარული აჩუქოს, ფიზიკური და სულიერი ტკივილი შეუმსუბუქოს».

ანგელოზმა ყურებს არ დაუჯერა.

– და ეს სტანდარტული კომპლექციაა? აქ ხომ 1 კვირის სამუშაოა?!

– არა, – უპასუხა ღმერთმა, – მე ყველაფერს დღეს დავასრულებ და ის ჩემი საყვარელი არსება იქნება.

ანგელოზი მას აღარ შეკამათებია, მხოლოდ მივიდა და ხელი დაადო ღმერთის ბოლო ქმნილებას.

– როგორი რბილი და ნაზია!

– დიახ, – წამოიძახა ღმერთმა, – მაგრამ, ამ სინაზეში ისეთი ძალა და გამძლეობა იმალება, რომ ვერც კი წარმოიდგენ. მე დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა შეემეერთებინა სისუსტე და სიმძლავრე, სილამაზე და ძალა – და ცოტა ხნის წინ გამოსავალს მივაგენი... და რადგან ყველა დანარჩენი პროექტი დასრულებულია, მე ყველაფერ ამას ქალს ჩავუნერგავ.

– და ამდენი რამის ფონზე, ის მოაზროვნე არსება იქნება? – ვერ იჯერებდა ანგელოზი.

– მოაზროვნე, მშვენიერი და მგრძნობიარე, – უპასუხა ღმერთმა.

ანგელოზმა აღფრთოვანებით შეხედა ქალს.

– მართლაც ლამაზია. ალბათ, ყველაზე ლამაზი, შენს მიერ შექმნილ არსებებს შორის. – თქვა მან და ქალის სახეს ხელით შეეხო.

– მე მგონი, ცოტა ნოტიოა და წყალი გასდის.

– არა, წყალი არ გასდის – ჩაიცინა ღმერთმა. – ეს ცრემლებია. მასში გარდაიქმნება და მასთან ერთად წავა მისგან დარდი, მარტოობა, ტანჯვა და წუხილი.

ანგელოზი მართლაც შთაბეჭდილების ქვეშ იყო.

– უფალო, შენ ყველაფერი უმნიშვნელო დეტალებამდე გათვალე. ქალი მართლაც განსაცვიფრებელი გამოვიდა!

– მართალია! – დაეთანხმა ღმერთი. – მართლაც გასაოცარია. ის სამყაროს სილამაზით შეავსებს, ხოლო საკუთარი სიძლიერით მამაკაცების გაოცებასაც კი შეძლებს. მასში ყველაფერი შეძლებს შეთავსებას, ურთიერთსაპირისპირო რამეებიც კი. ის გაიღიმებს, როდესაც ტირილის განწყობაზე იქნება და სხვებს დაეხმარება, როდესაც თავად იქნება დასახმარებელი. მისი ძალა, თვისება და სხვების დახმარება ყველაფერში გამოვლინდება, გამოხედვაშიც კი.

ანგელოზი მონუსხული იდგა და ქალს უყურებდა. ღმერთმა კი, ისევ ღრმად ამოისუნთქა და თქვა:

– სამწუხაროდ, საბაზო კომპლექცია არ არსებობს ნაკლის გარეშე, რომლის გამოსწორება მეც კი არ შემიძლია. ჩვენ ვაძლევთ ყველა წინაპირობას, მაგრამ არ შეგვიძლია მისი გონების მართვა. ქალი თვითონ უნდა მიხვდეს და გამოასწოროს ის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრებას დაინგრევს.


– და ნაკლი რაში მდგომარეობს? – იკითხა გაკვირვებულმა ანგელოზმა.

– მან საკუთარი თავის ფასი არ იცის. – უპასუხა მას ღმერთმა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

რატომ ტირიან ქალები?


image



ხორცშესხმული ანგელოზი


image



რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?


image


0
1222
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0